პრემიერები და გალა-კონცერტი: თბილისში ბალეტის ფესტივალი გაიმართება

© photo: Sputnik / Vladimir Vyatkin / გადასვლა მედიაბანკშისცენა საბალეტო დადგმიდან
სცენა საბალეტო დადგმიდან - Sputnik საქართველო
გამოწერა
კვირის განმავლობაში თბილისელები და დედაქალაქის სტუმრები ლამაზი საბალეტო დადგმების პრემიერების ხილვას შეძლებენ

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. დედაქალაქში 23-30 ივნისს რიგით მესამე თბილისის ბალეტის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება, აღნიშნულია ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის განცხადებაში.

ფესტივალის ფარგლებში მაყურებელი ნახავს ფრანგი კომპოზიტორის, ანდრე მესაჟეს ბალეტის „ორი მტრედი" პრემიერას.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი - Sputnik საქართველო
საბალეტო პრემიერა თბილისში: მესაჟეს „ორი მტრედი"

ბალეტის მოყვარულებს ასევე ელოდება დადგმები „კონსერვატორია", „ჟიზელი", „გედების ტბა".

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს კორეული საბალეტო დასი K-Arts Dance Company. ფესტივალი გრანდიოზული გალა-კონცერტით დასრულდება.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია თეატრის სალაროებში და ონლაინ.

ბალეტის პირველი საერთაშორისო ფესტივალი თბილისში 2017 წელს ჩატარდა.

„ამაო სიფრთხილე" - ნინო ანანიაშვილის ახალი ბალეტის პრემიერა>>

ფესტივალი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილმა დააარსა.

ყველა ახალი ამბავი
0