მერაბ ნინიძე Homeland-ის ფინალურ სეზონში ითამაშებს

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშიმერაბ ნინიძე
მერაბ ნინიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მერაბ ნინიძე კინოსერიალის ფინალურ სერიაში რუსი ჯაშუშის მიროვის როლს შეასრულებს.

თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. წარმატებული ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე პოპულარული ამერიკული ტელესერიალი Homeland-ის ("სამშობლო") ფინალურ სეზონში ითამაშებს – ამის შესახებ მსახიობმა ტელეარხ Imedi-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მერაბ ნინიძე ფილმში ბენედიქტ კამბერბეჩთან ერთად ითამაშებს>>>

Homeland ამერიკული ტელესერიალია ფსიქოლოგიური ტრილერის ჟანრში. მისი პრემიერა 2011 წლის 2 ოქტომბერს გაიმართა. სერიალი დაფუძნებულია გიდეონ რაფის მიერ გადაღებულ ისრაელის ორიგინალურ ტელესერიალზე "სამხედრო ტყვეები". პირველმა სეზონმა ისეთი პოპულარობა მოიხვეჭა, რომ ავტორებმა მისი მერვე სეზონამდე გაგრძელება გადაწყვიტეს.

მერაბ ნინიძე - Sputnik საქართველო
მალე ეკრანებზე: მერაბ ნინიძე ამერიკულ სერიალში CIA-ს აგენტის როლს თამაშობს

მერაბ ნინიძე უკვე გამოჩნდა მეშვიდე სეზონის სამ სერიაში. ამ სეზონში მან რუსი ჯაშუშის მიროვის როლი შეასრულა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტი ქალის მოკვლის სპეცოპერაციას ამზადებდა.

აღსანიშნავია, რომ ეს ინგლისურენოვან სერიალში ნინიძის პირველი ნამუშევარი არის. 2017 წელს მსახიობი გადაიღეს BBC-ს სერიალში "მაკმაფია" (McMafia), რომელშიც რუსული მაფიის ბოსის როლი შეასრულა.

2019 წელს ასევე ცნობილი გახდა, რომ ნინიძე მსოფლიოში ცნობილ მსახიობ ბენედიქტ კამბერბეჩთან ერთად ითამაშებს სრუმეტრაჟიან ფილმში Ironbark. ფილმი ცივი ომის მოვლენებს ეხება. ის მოგვითხრობს ჯაშუშ გრევილ ვინის შესახებ, რომელიც ე.წ. კუბის კრიზისის დროს რუს აგენტთან ერთად მოქმედებს.

მერაბ ნინიძე ცნობილი ქართველი მსახიობია, რომელმაც მაყურებლის აღიარება მოიპოვა როლებით ისეთ ფილმებში, როგორიცაა "მონანიება", "ქაღალდის ჯარისკაცი", "მთვარე მამა", "არსად აფრიკაში".

 

ყველა ახალი ამბავი
0