ქუთაისი კულტურული მარშრუტების ევროპულ ფორუმს უმასპინძლებს

გამოწერა
საქართველოს 32 ქვეყნის წარმომადგენელი ეწვევა

თბილისი, 30 მაისი — Sputnik. ქუთაისი ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების ყოველწლიურ რიგით მეთერთმეტე ფორუმს 2021 წელს უმასპინძლებს, იუწყება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

ფორუმში მონაწილეობას მიიღებს 32 ქვეყნიდან დაახლოებთ 300-მდე სტუმარი. მათ შორის, მინისტრები, მინისტრების მოადგილეები, კულტურის სფეროში მსხვილი ინსტიტუტების ხელმძღვანელები, ექსპერტები და ა.შ.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ქუთაისი შეირჩა მასპინძელ ქალაქად. ეს მნიშვნელოვნად გაზრდის ქუთაისის ცნობადობას მსოფლიო მასშტაბით. ქალაქში ჩამოვა ბევრი სტუმარი… აღნიშნული ფორუმის ფარგლებში დაიგეგმება მნიშვნელოვანი ღონისძიებები, ხოლო მომდევნო, თითქმის ორი წლის განმავლობაში დაიგეგმება საკმაოდ ბევრი საინფორმაციო კამპანია", -განაცხადა ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძემ.

ღონისძიება პროგრამა „კულტურული მარშრუტების" ფარგლებში გაიმართება, რომელიც ევროპის საბჭომ 1987 წელს დააფუძნა. პროგრამაში ჩართულია 38 სერტიფიცირებული მარშრუტი, რომელიც 57 ქვეყანას და 1,5 ათასზე მეტ ქალაქს კვეთს. იგი კულტურული ტურიზმის დახმარებით ხელს უწყობს ქვეყნების ეკონომიკის განვითარებას.

საქართველო უკვე ჩართულია ოთხ სერტიფიცირებულ მარშრუტში: ღვინის მარშრუტი, ებრაული კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტი, ისტორიული თერმული ქალაქების მარშრუტი და პრეისტორიული კლდეების ისტორია. შესაძლოა, მომავალში კიდევ ორი მარშრუტი დაემატოს: სამხრეთ კავკასიაში ალექსანდრე დიუმას კვალდაკვალ, გერმანული დასახლებები და საქართველოს არქიტექტურული მემკვიდრეობა.

 

ყველა ახალი ამბავი
0