სად შეიძლება ბავშვების წაყვანა 1 ივნისს - ბავშვთა დაცვის დღის გასართობი პროგრამა თბილისში

© photo: courtesy of Tbilisi City Hallბავშვთა დაცვის დღე
ბავშვთა დაცვის დღე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბავშვთა დაცვის დღეს თბილისში საინტერესო და მრავალფეროვანი პროგრამით აღნიშნავენ

თბილისი, 30 მაისი - Sputnik. კონცერტები, სპორტული და სამხატვრო კონკურსები, გამოფენები, თეატრალური დადგმები, კულინარიული ფესტივალები - მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა ელოდება თბილისში ბავშვებსა და მათ მშობლებს ბავშვთა დაცვის დღეს, რომელიც მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად 1 ივნისს აღინიშნება.

© photo: Sputnik / Stringerბავშვთა დაცვის დღე
სად შეიძლება ბავშვების წაყვანა 1 ივნისს - ბავშვთა დაცვის დღის გასართობი პროგრამა თბილისში - Sputnik საქართველო
ბავშვთა დაცვის დღე

პროგრამა:

თანამედროვე ქართული ანიმაციური ფილმების ჩვენება

სად: კინოს სახლი (ძმ. კაკაბაძეების ქ. 2)

როდის: 13:30 სთ.

დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე:

კინოს სახლში გაიმართება თანამედროვე ქართული ანიმაციური ფილმების ჩვენება. პროგრამაშია ფილმები „ჯიბის კაცი“ (რეჟ. - ანა ჩუბინიძე), „ჯინო“ (რეჟ. დათო კიკნაველიძე), „ფრანი“ (რეჟ. ლადო სულაქველიძე), „მეთევზე და გოგონა“ (რეჟ. მამუკა ტყეშელაშვილი), „პომიდორი“ (რეჟ. პეტრე თომაძე). შესვლა თავისუფალია.

© photo: Georgia for you. Travel and leisure / FBანიმაციური ფილმი „ჯიბის კაცი“
სად შეიძლება ბავშვების წაყვანა 1 ივნისს - ბავშვთა დაცვის დღის გასართობი პროგრამა თბილისში - Sputnik საქართველო
ანიმაციური ფილმი „ჯიბის კაცი“

ქუჩის ნახატების ფესტივალი

სად: დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა (რუსთაველის გამზირი, 11)

როდის: 15:00 სთ.

დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე:

ეროვნული გალერეა უმასპინძლებს ქუჩის ნახატების ფესტივალს: ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ, დახატონ დიდ პანოებზე, რომლებითაც მათ ორგანიზატორები მოამარაგებენ. მათთვის შთაგონების წყარო იქნება გალერეაში გამოფენილი ტილოები.

© photo: Sputnik / Stringerცისფერი გალერეა
სად შეიძლება ბავშვების წაყვანა 1 ივნისს - ბავშვთა დაცვის დღის გასართობი პროგრამა თბილისში - Sputnik საქართველო
ცისფერი გალერეა

ვაკის პარკი

სად: ვაკის პარკი (ჭავჭავაძის 76)

როდის: 12:00 - 18:00 სთ.

დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე:

ვაკის პარკის სტუმრებს ელის კონცერტი, გასართობი კონკურსები, საპნის ბუშტების შოუ, ქიმიური ლაბორატორია, კონტაქტური ზოოპარკი, თოჯინების თეატრი, ილუზიონისტების შოუ, სამაგიდო ფეხბურთი, ლაბირინთი და მრავალი სხვა გასართობი.

© Sputnik / Alexander Imedashviliვაკის პარკი
სად შეიძლება ბავშვების წაყვანა 1 ივნისს - ბავშვთა დაცვის დღის გასართობი პროგრამა თბილისში - Sputnik საქართველო
ვაკის პარკი

მუშთაიდის პარკი

სად: მუშთაიდის პარკი (აღმაშენებლის 182)

როდის: 17:00 - 19:00

დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე:

მუშთაიდის პარკში დაგეგმილია საბავშვო ნახატების გამოფენა. იქვე ბავშვები შეძლებენ, პუფებზე მოკალათდნენ და დახატონ. ქაღალდი და ფანქარი პარკში დახვდებათ.

© Sputnik / Levan Avlabreliმუშთაიდის პარკი
სად შეიძლება ბავშვების წაყვანა 1 ივნისს - ბავშვთა დაცვის დღის გასართობი პროგრამა თბილისში - Sputnik საქართველო
მუშთაიდის პარკი

მთაწმინდის პარკი

სად: მთაწმინდის პარკი

როდის: 11:00 - 18:00 სთ.

დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე:

მთაწმინდის პარკში ბავშვებს ელოდებიან კლოუნები, მიმები, ზღაპრის გმირები, საბავშვო ანსამბლები, პრიზების გათამაშება და მრავალი სხვა.

© Sputnik / Alexander Imedashviliმთაწმინდის პარკი
სად შეიძლება ბავშვების წაყვანა 1 ივნისს - ბავშვთა დაცვის დღის გასართობი პროგრამა თბილისში - Sputnik საქართველო
მთაწმინდის პარკი

ზოოპარკი

სად: თბილისის ზოოპარკი (კოსტავას ქ. 64)

როდის: 11:30 – 19:00

დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე:

ბავშვთა დაცვის დღეს მხიარულად აღნიშნავენ დედაქალაქის ზოოპარკში. ზეიმის სტუმრებს ელით კონკურსები მეკობრეობის თემაზე, განძის ძებნა, თევზაობა, ჯირითი, ლასოს სროლა, ორჩოფეხებზე სიარული და მანქანებით რბოლა.

© Sputnik / Alexander Imedashviliსპილოები თბილისის ზოოპარკში
სად შეიძლება ბავშვების წაყვანა 1 ივნისს - ბავშვთა დაცვის დღის გასართობი პროგრამა თბილისში - Sputnik საქართველო
სპილოები თბილისის ზოოპარკში

„ისთ-ფოინთი“

სად: სავაჭრო ცენტრი „ისთ-ფოინთი“ (თვალჭრელიძის ქ. 2)

როდის: 11:30 – 19:00

დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე:

ბევრ საინტერესოს ნახავენ ბავშვები სავაჭრო-გასართობ ცენტრ „ისთ-ფოინთში“. ცენტრის ტერიტორია 5 „სამეფოდ“ დაიყოფა, ყოველ მათგანში გასართობი წარმოდგენები გაიმართება. ბავშვები მონაწილეობას მიიღებენ კოსტიუმირებულ აღლუმში, ითამაშებენ კრიკეტს, უყურებენ საპნის ბუშტების შოუს, მიიღებენ საჩუქრებს - და ეს ყველაფერი საბავშვო სიმღერების ფონზე გაიმართება.

© photo: Sputnik / Stringerსავაჭრო ცენტრი „ისთ ფოინთი“
სად შეიძლება ბავშვების წაყვანა 1 ივნისს - ბავშვთა დაცვის დღის გასართობი პროგრამა თბილისში - Sputnik საქართველო
სავაჭრო ცენტრი „ისთ ფოინთი“

„თბილისი გალერი“

სად: „თბილისის გალერი“ (რუსთაველის 2)

როდის: 11:30 – 19:00

დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე:

მრავალფეროვანი და მხიარული პროგრამა ელოდება ბავშვებს სავაჭრო-გასართობ ცენტრ „თბილისი გალერიში“, კოსმოსურ სივრცეში „რია რია“. გასართობ პროგრამაშია მფრინავი ფოტოსტენდი, დიჯეის გამოსვლა, თემატური დეკორაციები, კონკურსები კოსმოსურ თემაზე და მხიარული ორკესტრი.

© photo : press-service of the Tbilisi City Hallბავშვთა დაცვის დღე
სად შეიძლება ბავშვების წაყვანა 1 ივნისს - ბავშვთა დაცვის დღის გასართობი პროგრამა თბილისში - Sputnik საქართველო
ბავშვთა დაცვის დღე

„თბილისი მოლი“

სად: „თბილისი მოლი“ (აღმაშენებლის ხეივანი, მე-16 კმ)

როდის: 10:30 – 22:00

დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე:

„თბილისი მოლში“ ყველაზე პატარა სტუმრებს სიურპრიზებს მოუმზადებენ. აქ იქნებიან მხიარული კლოუნები, თოჯინების თეატრი, სპორტული შეჯიბრები, ზღაპრის გმირები და სხვ.

© facebook.com/CityHallofTbilisiბავშვთა დაცვის დღე
სად შეიძლება ბავშვების წაყვანა 1 ივნისს - ბავშვთა დაცვის დღის გასართობი პროგრამა თბილისში - Sputnik საქართველო
ბავშვთა დაცვის დღე

„ქარვასლა“

სად: „ქარვასლა“ (დადიანის ქ. 7)

როდის: 17:00 – 18:00

დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე:

1 ივნისს სავაჭრო და ბიზნესცენტრ „ქარვასლაშიც“ აღნიშნავენ. პროგრამაშია საცირკო წარმოდგენები, საპნის ბუშტების შოუ, ჟონგლიორების, ილუზიონისტების გამოსვლა და სხვ. შენობა ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0