გეი სიყვარულზე გადაღებული ფილმის ჩვენების უფლება 20-ზე მეტმა ქვეყანამ შეიძინა

© photo: And then we danced / FBლევან გელბახიანი
ლევან გელბახიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კანში გამართული პრემიერის შემდეგ ლევან აკინის ქართულ-შვედური ფილმის And Then We Danced ჩვენების უფლება უკვე 20-ზე მეტმა ქვეყანამ შეიძინა. ინფორმაციას ეროვნული კონოცენტრი ავრცელებს.

თბილისი, 30 მაისი — Sputnik. ესპანეთი, იაპონია, მექსიკა, ავსტრია, ბალტიისპირეთისა და ბენილუქსის ქვეყნები, დანია, ფინეთი, საბერძნეთი, ნორვეგია, შვედეთი, შვეიცარია, ისრაელი, ტაივანი და თურქეთი- ეს არასრული ჩამონათვალია იმ ქვეყნებისა, სადაც სულ მალე აკინის სურათს იხილავენ, გარდა ამისა, მსოფლიოს რამდენიმე ცნობილ კინოფესტივალს სურს, რომ And Then We Danced მათ სექციებში მოხვდეს.

ლევან გელბახიანი - Sputnik საქართველო
ქართულმა ფილმმა გეი-წყვილის სიყვარულზე კანში ფურორი მოახდინა

ფილმის პრემიერა კანის კინოფესტივალზე რეჟისორთა ორკვირეულის სექციაში შედგა და საუკეთესო შეფასებები დაიმსახურა. ეს არის პირველი ქართული ფილმი, რომელიც გეი სიყვარულს შეეხება.

„ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) - ქართული Takes Film და შვედური French Quarter Film კომპანიების ერთობლივი ნამუშევარია. ფილმში მთავარ როლებს ლევან გელბახიანი და ბაჩი ვალიშვილი ასრულებენ. ფილმის ტრეილერი შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე.

ფილმი ერთსქესიანი წყვილის სიყვარულზეა. ფილმის რეჟისორის, ლევან აკინის თქმით, ფილმს საფუძვლად საქართველოში მომხდარი რეალური მოვლენები დაედო. ფესტივალების და კონგრესების სასახლე კრუაზეტის სანაპიროზე კანში

„ამ ფილმით მივხვდი, რომ ჩემს ფესვებს ვუბრუნდებოდი, როგორც რეჟისორი. ფილმში აღწერილია რეალური ადამიანების რეალური ცხოვრება და ის თუ რა ხდება ამ მხრივ საქართველოში“ - აცხადებს აკინი.

ქართულ-შვედურ სრულმეტრაჟიანი ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა მოცეკვავის, მერაბის ცხოვრებაზე, რომელიც რადიკალურად იცვლება, როდესაც თავისი ამბიციური და ქარიზმატული მეტოქე ირაკლი შეუყვარდება.

ფილმის რეჟისორი აღნიშნავს, რომ ახალგაზრდა LGBT ადამიანებზე ისტორიის მოყოლა და მათი პრობლემების წარმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია. მისი აზრით, ფილმი არამხოლოდ საქართველოში არსებულ პრობლემებზეა, არამედ თავისუფლებაზე და მის მნიშვნელობაზე.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0