ვინ წარადგენს საქართველოს „საბავშვო ევროვიზიაზე"

© photo: Ranina / FBგიორგი როსტიაშვილი
გიორგი როსტიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი როსტიაშვილი, რომელიც „საბავშვო ევროვიზიაზე" საქართველოს წარადგენს, ტელეშოუ „რანინას" გამარჯვებულია

თბილისი, 27 მაისი — Sputnik. სიმღერის საერთაშორისო ყოველწლიურ კონკურსზე „საბავშვო ევროვიზია 2019" საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ვოკალური ტელეშოუ „რანინას" გამარჯვებული, 12 წლის გიორგი როსტიაშვილი წარადგენს.

პროექტის მეორე სეზონის გამარჯვებულის ვინაობა გუშინ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გამართულ ფინალურ კონცერტზე გახდა ცნობილი. კონცერტი თბილისში, ღია ცის ქვეშ, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ჩატარდა.

ფინალში გამარჯვებისთვის „რანინას" სამი მონაწილე იბრძოდა: გიორგი და მისი ორი კონკურენტი - 13 წლის ანა ბერიშვილი და 8 წლის ანასტასია გარსევანიშვილი. გამარჯვებული კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ ცნობილი ქართველი კომპოზიტორები, შემსრულებლები და მუსიკათმცოდნეები.

პირველი არხის გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის გადაწყვეტილებით, ორივე გოგონა - ბერიშვილი და გარსევანიშვილი, „ევროვიზიაზე" გიორგისთან ერთად, გულშემატკივრის სტატუსით გაემგზავრებიან. გარდა ამისა, მაღლაფერიძის თქმით, ტელეშოუ „რანინას" ნიჭიერი მონაწილეები მომავალშიც წარადგენენ საქართველოს სხვადასხვა საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალებზე.

რით შეაყვარა თავი გიორგიმ პუბლიკას?

რეპეტიციების გასავლელად გიორგი თბილისში საგარეჯოდან ჩამოდიოდა და შემდეგ უკან ბრუნდებოდა. მისი სიტყვებით, ბოლო დროს მას სამარშრუტო ტაქსიშიც ცნობდნენ, რაც მას ძალზე სიამოვნებდა.

დუნკან ლოურენსი - Sputnik საქართველო
„ევროვიზიის“ შედეგები შესაძლოა გადაიხედოს: გამარჯვებული დარღვევაში ამხილეს

როგორც ხშირად აღიარებს გიორგი, იგი ძალზე განიცდის, რომ მისი ხმა მუტაციის პერიოდში ძალზე შეიცვლება, გარდა ამისა, მასზე ძალზე მოქმედებს პუბლიკის უყურადღებობა. თუმცა, ახლა როსტიაშვილი პუბლიკის დიდ სიყვარულს გრძნობს.

გიორგი როსტიაშვილის ოცნება იყო ტელეშოუ „რანინაში" გამარჯვება და „საბავშვო ევროვიზიაზე" წასვლა. ახლა ბიჭი ოცნებობს, რომ „ევროვიზიის" კონკურსშიც გაიმარჯვოს. მუსიკის სამყაროში გიორგი კუმირი მაიკლ ჯეკსონია.

სად და როდის გაიმართება „საბავშვო ევროვიზია 2019"?

სიმღერის რიგით მე-17 კონკურსი „საბავშვო ევროვიზია 2019" 24 ნოემბერს პოლონეთის ქალაქ გლივიცაში, Arena Gliwice-ს სცენაზე გაიმართება.

საქართველოსთან ერთად კონკურსში მონაწილე ქვეყნებს შორისაა ავსტრალია, სომხეთი, ირლანდია, ყაზახეთი, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუსეთი, უელსი და საფრანგეთი.

2018 წელს საქართველო „ევროვიზიაზე" „რანინას" პირველი სეზონის გამარჯვებულმა თამარ ედილაშვილმა წარადგინა, რომელმაც ქვეყანას მერვე ადგილი მოუტანა. საქართველო „საბავშვო ევროვიზიის" გამარჯვებული სამჯერ გახდა (2008, 2011 და 2016 წლებში). 2017 წელს კი კონკურსი თბილისში გაიმართა.

ყველა ახალი ამბავი
0