Голос.Дети-ს მეექვსე სეზონის გამარჯვებულებს შორის ორი ქართველი გოგონა აღმოჩნდა

© photo: Sputnik / Evgeny Odinokov / გადასვლა მედიაბანკშიშოუ „გოლოსი“
შოუ „გოლოსი“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეექვსე სეზონის ფინალის შედეგებით მოტყუებულები აღმოჩნდნენ ყველანი, პირველი არხის ხელმძღვანელობის ჩათვლით, განაცხადა მისმა გენერალურმა დირექტორმა

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. ვოკალური კონკურს Голос. Дети-ს მეექვსე სეზონის ცხრავე ფინალისტი მისი გამარჯვებული გახდა, განაცხადა პირველი რახის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინ ერნსტმა პროექტის სპეცგამოშვებაში.

მაისის შუა რიცხვებში „პირველმა არხმა“ შოუ Голос. Дети-ს მეექვსე სეზონის ფინალის შედეგები გააუქმა. ეს მოხდა შემოწმების შემდეგ, რომელმაც გამოავლინა ხმების „გაბერვა“ ერთ-ერთი მონაწილის - მიკელა აბრამოვას სასარგებლოდ, რომელიც ცნობილი მომღერლის, ალსუს ქალიშვილია.

შოუ გოლოსის მეოთხედფინალი - Sputnik საქართველო
რვა წლის ქართველმა გოგონამ რუსული „Голос. Дети“-ს ჟიური აღაფრთოვანა

„ჩვენ კომპანია Talpa-სთან ერთად, ადამიანებთან, რომლებმაც ეს ფორმატი შექმნეს, ყველა შესაძლო ვარიანტი განვიხილეთ. და მივხვდით, რომ ამ სიტუაციაში განმეორებითი კენჭისყრის ჩატარება არ შეგვიძლია“, - განაცხადა ერნსტმა.

შედეგად გამარჯვებულად გამოცხადდა მეექვსე სეზონის ყველა ფინალისტი: ერჟან მაქსიმი, ვალერი კუზაკოვი, რენატა ტაიროვა, რობერტ ბაგრატიანი, მიხაილ გრიგორიანი, მარიამ აბდელკადერი, ასევე ორი გოგონა - ნინო ჩესნერი და ანასტასია სისაური, რომლებიც წარმოშობით ქართველები არიან. მიკელა აბრამოვა, რომლის გამარჯვებამაც გამოიწვია სკანდალი, ასევე გამარჯვებულად დასახელდა, თუმცა მან სპეცგამოშვებაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

„ფინალის შედეგების გაუქმებით ჩვენ გვინდოდა თითოეული ბავშვისთვის გვეთქვა, რომ ის არ უნდა გახდეს უფროსების მანიპულაციების ობიექტი. ფინალის შედეგების გაუქმებით ჩვენ გვინდოდა თითოეული ზრდასრული ადამიანისთვის გვეთქვა: ნუ ეცდებით. არანაირი პრიზი და პრემია ვერ გახდის ჩვენს შვილებს უფრო ფასეულს. ფასეულობა მხოლოდ იმაშია, რომ ისინი არსებობენ“, - განაცხადა ერნსტმა.

პროექტის ყველა გამარჯვებულის ოჯახი მიიღებს საბანკო ბარათს, რომლის ანგარიშზე 1 მილიონი რუბლი იქნება დარიცხული.

სკანდალი კენჭისყრის დროს

ვოკალური კონკურს Голос. Дети-ს მეექვსე სეზონის ფინალი 26 აპრილს გაიმართა. მისმა შედეგებმა საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია - მასში დიდი სხვაობით მომღერალ ალსუს ქალიშვილმა გაიმარჯვა. მიკელა აბრამოვამ ხმების 56,5% დააგროვა. მასთან ერთად სუპერფინალში სეზონის გამარჯვებულის ტიტულისთვის ვალერი კუზაკოვი და ერჟან მაქსიმი იბრძოდნენ. შოუს მაყურებლები ერთხმად გამოხატავდნენ აღშფოთებას და აცხადებდნენ, რომ გამარჯვება უსამართლოა და მასში „ფულია გადახდილი“.

ლიზა ხუფენია - Sputnik საქართველო
უკვე სამი ქართველი: რუსული შოუს მონაწილე ელიზავეტა ხუფენია გახდა

შედეგად პირველმა არხმა დახმარებისთვის მიმართა საერთაშორისო კომპანია Group-IB-ს, რათა ზედმეტი ხმების ფაქტი გამოევლინათ. შემოწმების შუალედურმა შედეგებმა მაყურებელთა ეჭვები გაამართლა.

Group-IB-ის მოხსენების მიხედვით, გამოვლენილია აბრამოვას სასარგებლოდ სმს-შეტყობინებების მასობრივი ავტომატიზებული გაგზავნა, რაშიც მონაწილეობდა დაახლოებით 300 სატელეფონო ნომერი, საიდანაც 8000-ზე მეტი შეტყობინება გაიგზავნა. ამასთან გამარჯვებულის გამოვლენის სისტემაზე არ განხორციელებულა არც კიბერშეტევა, არც რაიმე შიდა ზემოქმედება.

ამ შემოწმების შედეგად პირველი არხის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა გააუქმოს ფინალის შედეგები და სპეცგამოშვების თარიღი დანიშნა, სადაც პროექტის მეექვსე სეზონის ახალი გამარჯვებული გამოცხადდებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0