უკან, 90-იანებში: თბილისში უჩვეულო ფესტივალი ჩატარდება

გამოწერა
Alibi Arena-ს სცენაზე 1990-იანი წლების ქართული ესტრადის ვარსკვლავები გამოვლენ.

თბილისი, 23 მაისი — Sputnik. გასული საუკუნის 90-იანი წლებისადმი მიძღვნილი ფესტივალი–კონცერტი თბილისში 1 ივნისს გაიმართება, იუწყებიან ღონისძიების ორგანიზატორები.

ბათუმი - Sputnik საქართველო
„ზაფხული იწყება აქ" – ბათუმში ფესტივალი გაიმართება

90's Festival-ზე Alibi Arena-ს სცენაზე გამოვლენ პირველი ბოიზ-ბენდები – „სახე" და „ქუჩის ბიჭები", მომღერლები არჩილ მეფარიძე, მერაბ სეფაშვილი, დათო გომართელი, თემურ რცხილაძე, ნინი ქარსელაძე, მარიკა თხელიძე, თიკა ჯამბურია, ჯგუფი „ვაკის პარკი".

ორგანიზატორების თქმით, ეს იქნება ყველაზე თბილი და ნოსტალგიური ფესტივალი იმ ეპოქის დეკორაციებითა და შემსრულებლებით.

„ყველაზე ნოსტალგიური, ყველაზე მხიარული და ყველაზე ემოციური 90-იანი წლების ფესტივალი თქვენთვის ბრუნდება. თქვენ გელოდებათ ALIBI ARENA-ს საფესტივალო სივრცე, ბარებითა და კვების ობიექტებით და, რაც მთავარია, უამრავი სიახლით, სიურპრიზებით და დაუვიწყარი გართობით", – ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

ფესტივალი 16:00 საათზე გაიხსნება. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ადგილზე, ან წინასწარ ონლაინ. სასურველი დრეს-კოდია – 90-იანი წლების სტილი.

ALIBI ARENA, რომლის ფართობი 21 ათასი კვადრატული მეტრია, თბილისის გარეუბანში – ზემო ფონიჭალაში მდებარეობს. იქ მოსახვედრად უფასო ტრანსპორტი დაინიშნება. დეტალები ცნობილი 25 მაისს გახდება.

ყველა ახალი ამბავი
0