Lyapis Trubetskoy ბათუმში კონცერტს გამართავს

© photo: Sputnik / Alexey Kudenko / გადასვლა მედიაბანკშიLyapis Trubetskoy-ს ლიდერი სერგეი მიხალოკი
Lyapis Trubetskoy-ს ლიდერი სერგეი მიხალოკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
Lyapis Trubetskoy ალბომის Ты кинула 20 წლისთავს განსაკუთრებული კონცერტებით აღნიშნავს.

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. ცნობილი ბელარუსული პანკ-როკ-ჯგუფი Lyapis Trubetskoy („ლიაპის ტრუბეცკოი") ბათუმის კლუბ „პორტ-ოდესაში" 15 აგვისტოს კონცერტს გამართავს.

ჯარედ ლეტო საქართველოში ჩამოდის - სად და როდის გაიმართება კონცერტი>>

ბათუმში ჯგუფი ორსაათიანი პროგრამით წარდგება და თავის ოქროს ჰიტებს შეასრულებს.

„Lyapis Trubetskoy-ს ცნობილ ალბომს Ты кинула შეუსრულდა 20 წელი! ამ თარიღს „Ляпис-98" აღნიშნავს განსაკუთრებული კონცერტებით. ლეგენდარული ჯგუფი Lyapis Trubetskoy-ს მოღვაწეობა გრძელდება სერგეი მიხალოკის ახალი კოლექტივის „Ляпис-98" ფორმატში", – ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

პეტ მეთინი - Sputnik საქართველო
ჯაზის ვარსკვლავი პეტ მეთინი საქართველოში Tbilisi Jazz Festival-ზე წარდგება

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ ვებ-გვერდზე biletebi.ge.

ჯგუფს სახელი ილფისა და პეტროვის ცნობილი რომანის „თორმეტი სკამი" პერსონაჟის, პოეტ ნიკიფორ ლიაპისის პატივსაცემად ეწოდა, რომელიც ფსევდონიმად ტრუბეცკოის იყენებდა. ჯგუფი მრავალი პრემიის ლაურეატია.

ჯგუფის ყველაზე პოპულარულ ჰიტებს შორისაა: Ты кинула, Ау, В платье белом, Яблони, Я верю, Котик, Африка, Евпатория, Капитал და სხვ.

ყველა ახალი ამბავი
0