რუსი მომღერალი და მსახიობი რომა ზვერი ბათუმში მასტერკლასს ჩაატარებს

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშირომან ბილიკი
რომან ბილიკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რომან ბილიკი დაესწრება ფილმ „ზაფხულის“ ჩვენებას, შემდეგ კი დამსწრეთ მასტერკლასს ჩაუტარებს

თბილისი, 15 მაისი - Sputnik. პოპულარული რუსი მუსიკოსი, ჯგუფ „ზვერის“ ლიდერი და ვოკალისტი, მსახიობი რომა ბილიკი (რომა ზვერი) საერთაშორისო კინოსკოლა „თანამეგობრობის“ სტუმარია. ღონისძიების ფარგლებში იგი წარმოადგენს ფილმ „ზაფხულს“, რომელშიც ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს.

დსთ-ის ახალგაზრდა კინემატოგრაფისტთა საერთაშორისო კინოსკოლის მეოთხე სეზონი ქალაქ ბათუმში 14-დან 20 მაისამდე იმართება.

ბათუმის ცენტრი - Sputnik საქართველო
ბათუმში კინოფორუმი „თანამეგობრობა“ იწყება

2019 წელს კინოსკოლამ 70-ზე მეტ მონაწილეს უმასპინძლა 14 ქვეყნიდან: საქართველოდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ბელარუსიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, ლატვიიდან, ლიეტუვადან, მოლდავეთიდან, ტაჯიკეთიდან, უზბეკეთიდან, უკრაინიდან და ესტონეთიდან. საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik-საქართველო“ ღონისძიების საინფორმაციო პარტნიორია.

„ზაფხული“ - რეჟისორ კირილ სერებრენიკოვის რუსული მუსიკალური ბიოგრაფიული ფილმია. სცენარის ავტორები არიან მიხეილ და ლილი იდოვები. ფილმი 1980-იანების ლენინგრადის როკ-კულტურასა და ახალგაზრდა მომღერალ ვიქტორ ცოიზე მოგვითხრობს. ვიქტორ ცოის როლი კორეელმა მსახიობმა ტეო იუმ შეასრულა. სიუჟეტის მთავარი ღერძი - 19 წლის ცოის, 26 წლის მაიკ ნაუმენკოსა (რომან ბილიკი) და მისი ცოლის ნატალიას (ირინა სტარშენბაუმი) გაცნობისა და ურთიერთობების ისტორიაა. ფილმი მაყურებელს მოუთხრობს ლენინგრადის როკ-კლუბის შექმნისა და ცოის პირველი ალბომის ჩაწერის ამბავს. მოქმედება 1981 წლის ზაფხულში ლენინგრადში ვითარდება.

© Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიპროდიუსერი ილია სტიუარტი, მსახიობები რომან ბილიკი, ირინა სტარშენბაუმი და ტეო იუ (მარცხნიდან მარჯვნივ) წითელ ხალიჩაზე ფილმ „ზაფხულის“ პრემიერის წინ
რუსი მომღერალი და მსახიობი რომა ზვერი ბათუმში მასტერკლასს ჩაატარებს - Sputnik საქართველო
პროდიუსერი ილია სტიუარტი, მსახიობები რომან ბილიკი, ირინა სტარშენბაუმი და ტეო იუ (მარცხნიდან მარჯვნივ) წითელ ხალიჩაზე ფილმ „ზაფხულის“ პრემიერის წინ

ფილმი 2018 წლის კანის კინოფესტივალის ძირითად პროგრამაში მონაწილეობდა, სადაც საუკეთესო საუნდტრეკისთვის ჯილდოც დაიმსახურა. საუნდტრეკის პროდიუსერების როლში გამოვიდნენ ჯგუფ „ზვერის“ მუსიკოსები რომა ზვერი და გერმან ოსიპოვი.

ფილმ „ზაფხულის“ ჩვენება ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებლის თეატრში კინოსკოლის ფორუმის ფარგლებში გაიმართება. სეანსზე დასწრება თავისუფალია.

რომან ბილიკი ჩვენებას დაესწრება, შემდეგ კი აუდიტორიას მასტერკლასს ჩაუტარებს.

წელს კინოსკოლა „თანამეგობრობამ“ გააფართოვა საზღვრები, განრიგი, ჩვენება. გაიმართება არა მხოლოდ ტრადიციად ქცეული მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსი, ფილმების პრემიერა, არამედ ფორუმის მსვლელობისას „თანამეგობრობის“ მონაწილეთა მიერ ექსპერიმენტული ალმანახის გადაღებები, დაგეგმილია სპეციალური მოვლენები: ჩვენებები სახურავზე და მრავალი სხვა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0