კინოფესტივალი „უკრაინა ფოკუსში" თბილისში მაისში გაიმართება

© photo: Sputnik / Vitaly Belousov / გადასვლა მედიაბანკშიკინოდარბაზი
კინოდარბაზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკრაინული კინოს დღეების ფარგლებში თბილისში ოდესის ფესტივალის ფილმებს აჩვენებენ.

თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. კინოფესტივალზე „უკრაინა ფოკუსში" (Ukraine in Focus) კინოთეატრ "ამირანში" მაყურებელს საინტერესო კინოპრემიერები ელოდება. ფესტივალი უკვე მეხუთედ ჩატარდება თბილისში 2-5 მაისს.

ღონისძიება წელს გაიმართება დევიზით „თავისუფალი ადამიანების კინო", აღნიშნულია ორგანიზატორების განცხადებაში.

მაყურებელი ნახავს ფილმებს: მარისია ნიკიტიუკის Когда падают деревья, რომან ბონდარჩუკის Вулкан, სემიონ გოროვის Приключения S Николая, ტონია ნოიაბრევას Герой моего времени, არკადი ნეპიტალიუკის 11 детей из Моршина, ვლადიმირ ტიხის Брама და სხვა.

გარდა ამისა, უკრაინული კინოს დღეების პროგრამაშია ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალში მონაწილე მოკლემეტრაჟიანი ფილმები.

კინოფილმები ორიგინალის ენაზე იქნება ნაჩვენები ინგლისური და ქართული სუბტიტრებით.

პროექტის ორგანიზატორები არიან უკრაინის სახელმწიფო კინოცენტრი და უკრაინის საელჩო საქართველოში. მხარდამჭერია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი და თბილისის მერია.

ყველა ახალი ამბავი
0