მთაწმინდაზე „ახალი ღვინის ფესტივალი“ გაიმართება

© courtesy of Taste Tbilisi Hotelღვინო
ღვინო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალის სტუმრებს, რომელზეც დასწრება უფასოა, ღვინის ბევრი სახეობა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები ელოდებათ

თბილისი,  5 აპრილი — Sputnik.  რიგით მეათე „ახალი ღვინის ფესტივალი“ მთაწმინდის პარკში 11 მაისს გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.

ქართული ღვინით საფრანგეთში გასტრონომიულ ფესტივალზე დაინტერესდნენ>>>

ფესტივალის იუბილესთან ერთად საკუთარ მოღვაწეობას იზეიმებს ორგანიზატორი–კომპანია „საქართველოს ღვინის კლუბი“.

 „საქართველოს ღვინის კლუბი” იუბილესთან დაკავშირებით წელს მნიშვნელოვან სიახლეებს გთავაზობთ. ყველაზე საინტერესო წინასაფესტივალო დეგუსტაცია იქნება, რომელიც 4 მაისს გაიმართება და სადაც 2 იუბილესთან დაკავშირებით, 2009–2010 წლის 10–ზე მეტი ღვინო იქნება წარმოდგენილი“, – აცხადებენ ორგანიზატორები.

„ახალი ღვინის ფესტივალი“ (New Wine Festival) საქართველოში 2010 წლიდან ტარდება. ამ წლების განმავლობაში იგი სახალხო დღესასწაულად ჩამოყალიბდა.

წლიდან წლამდე ღონისძიებას საქართველოს ყველა კუთხიდან უერთდებიან სულ უფრო მეტი ღვინის კომპანიები, ასოციაციები და სახელწიფო ორგანიზაციები.  უცვლელი მხოლოდ ფესტივალის მიზანი დარჩა – ქართული ღვინის პოპულარიზაცია, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება და სამომხმარებლო კულტურის გაზრდაა. 

გამოფენა „საქართველო - ღვინის სამშობლო“ ტოკიოში - Sputnik საქართველო
„საქართველო - ღვინის სამშობლო“ - ტოკიოში მასშტაბური გამოფენა გაიმართება

ღვინის მწარმოებლებთან ერთად, „ახალი ღვინის ფესტივალს“ სულმოუთქმელად ელოდებიან ღვინის ქართველი და უცხოელი ექსპერტები, ღვინის მწერლები, ღვინის ბარ-რესტორნები და მოყვარულები. რამდენიმე წელია, ტრადიციულად, მსოფლიოს სახელოვან ღვინის მაგისტრებს, სომელიეებს, იმპორტიორებსა და ღვინის მწერლებს ჩანიშნული აქვთ ახალი ღვინის ფესტივალის თარიღი და ემზადებიან ქართულ ღვინოებთან შესახვედრად, აღნიშნავენ ორგანიზატორები.

2019 წელს ფესტივალი, ტრადიციულად, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართება.

 „ახალი ღვინის ფესტივალი 2019“  დაიწყება ქვევრის გახსნის ტრადიციული ცერემონიით, „მრავალჟამიერის“  თანხლებით. ამ ქვევრში, როგორც წესი, ღვინის კლუბის მიერ შერჩეული საოჯახო მარანში დაწურული საუკეთესო ღვინო დაგხვდებათ“, – აცხადებენ ორგანიზატორები.

ფესტივალი სტუმრებს 11:00 საათიდან 18:00 საათამდე უმასპინძლებს. ორგანიზატორების თქმით, ღვინოსთან ერთად,  სტუმრებს ელოდებათ კარგი მუსიკა, გასართობი  პროგრამა, გათამაშდება საუკეთესო ღვინით სავსე სასაჩუქრე კასრები და სხვა.

ყველა ახალი ამბავი
0