კალაძე: თბილისი საფესტივალო ქალაქი უნდა გახდეს

© photo: SputnikTbilisi Open Air
Tbilisi Open Air - Sputnik საქართველო
გამოწერა
კულტურული ღონისძიებების ჩატარებაში დედაქალაქს დაძმობილებული ქალაქები დაეხმარებიან

თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. დედაქალაქის კულტურული ცხოვრება 2019 წელს ახალი ძალებით გააქტიურდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

„ჩვენ შევქმენით სპეციალური პლატფორმები, რომლითაც საზოგადოებას შესაძლებლობას მივცემთ, სხვადასხვა წარმოდგენა და კონცერტი იხილოს. მე ერთ რამეს გპირდებით: რაც ჩვენზე – დედაქალაქის მთავრობაზეა დამოკიდებული, ყველაფერს გავაკეთებ. მე მჭირდება თქვენი მხარდაჭერა, რომ ერთიანი ძალისხმევით შევძლოთ, არსებულ გამოწვევებს ვუპასუხოთ", - განაცხადა ქალაქის მერმა.

მერმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა თავის გუნდს გაწეული მუშაობისთვის.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
როდის დასრულდება ორბელიანის მოედნის რესტავრაცია – კალაძემ თარიღი დაასახელა

მერის მოადგილის, სოფიო ხუნწარიას განცხადებით, მთავარი პრიორიტეტები კულტურის მიმართულებით მუშაობაში კვლევი შედეგად განისაზღვრა. ესაა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, კულტურული დასვენების ხელმისაწვდომობისა და მრავალფეროვნების გაზრდა, ასევე კულტურის სფეროში დაფინანსების ახალი წესების შექმნა.

მიმდინარე წლის მთავარ პროექტებს შორის ხუნწარიამ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სრული რესტავრაცია დაასახელა.

მისი თქმით, სასახლეს, მრავალი წელია, რესტავრაცია ესაჭიროება. იქ უმძიმესი მდგომარეობაა. ის 4 ათას ბავშვს ემსახურება, რომელთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. წელს სამუშაოებისთვის 8 მილიონი ლარია გამოყოფილი. ორ წელიწადში ამ შენობის ისტორიული ნაწილი მთლიანად რესტავრირებული იქნება.

„ღამის ავტობუსში“ მგზავრებს სკამებზე წიგნები დახვდებათ>>

მერია ასევე გეგმავს იპოლიტოვ-ივანოვის სახელობის მეექვსე მუსიკალური სკოლის, სუხიშვილის სკოლა-სტუდიის, გალაკტიონის მემორიალური სახლ-მუზეუმის, შიო არაგვისპირელის სახლ-მუზეუმის რესტავრაციას, ხოლო 2020 წელს - ფალიაშვილის სახლ-მუზეუმის.

ქალაქის მთავრობა უყურადღებოდ არ დატოვებს ბიბლიოთეკების საცავებს.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
„ისტორიული დღეა" - კალაძე თბილისის მომავალზე

ამჟამად მერია სამი თეატრის პრობლემის გადაჭრაზე მუშაობს. ამ თეატრებს საკუთარი შენობა არა აქვთ.

თბილისის საფესტივალო ქალაქად გარდაქმნისთვის იგეგმება ახალი ღია სცენების მონტაჟი და აფიშების სივრცის შექმნა.

ამასთან, თბილისის ისტორიული ცენტრი თანამედროვე ხელოვნების ახალ პლატფორმად გადაიქცა. მერია აპირებს მასშტაბური ფესტივალის დაფუძნებას და მის ამ ტერიტორიაზე, ვატო წერეთლის სახელობის ცენტრთან ჩატარებას.

თბილისში ასევე ჩაეშვება ინოვაციური პროექტი Public Art და შეიქმნება არქიტექტურული ინსტალაცია „სიზმარი".

მერიის გეგმის მიხედვით, კულტურული ღონისძიებები თბილისში დაძმობილებული ქალაქების აქტიური ჩართულობით გაიმართება.

თბილისის 2019 წლის მრავალმილიონიანი ბიუჯეტის პრიორიტეტები – რაზე დაიხარჯება თანხები>>

დედაქალაქში ორჯერ გამოცხადდება კონკურსი "შემოქმედებითი თბილისი", რომლის მიმართულებები იქნება გამომცემლობა, დიზაინი და ხელოსნობა, აუდიოვიზუალური ხელოვნების ხელშეწყობა, ვიზუალური ხელოვნება - ფოტოგრაფია, თანამედროვე ხელოვნება, სხვადასხვა ინსტალაცია, მხატვრობა, ასევე ქუჩის მხატვრობა.

დედაქალაქის გარეუბნებში - ვარკეთილსა და დიდ დიღომში დაიწყება მულტიფუნქციური ცენტრების მშენებლობა, რომლებიც გააერთიანებს სპორტულ ნაწილს, მედიათეკებს, ბიბლიოთეკებსა და ხელოვნების სკოლის კომპონენტს.

ყველა ახალი ამბავი
0