საქართველოში კინოცენტრის დირექტორის თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა

© photo: Sputnik / Artem Zhitenev / გადასვლა მედიაბანკშიკინოფირი
კინოფირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნებისმიერ მსურველს, რომელიც კინოს მიმართ გულგრილი არ არის, შეუძლია თავისი ძალები კონკურსში მოსინჯოს

თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. კონკურსი საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე გამოაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ.

რუსეთმა საქართველოს კიდევ 7 ქართულ ფილმის ასლი დაუბრუნა >>

კანდიდატების განაცხადები მიმდინარე წლის 15 აპრილის 17 საათამდე მიიღება.

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის უფროსის კანდიდატურის შესარჩევად შეიქმნა მინისტრის საკონსულტაციო საბჭო, რომელშიც კინოაკადემიის წევრები და ცნობილი კინემატოგრაფისტები შედიან - სულ 14 პირი. საბოლოო გადაწყვეტილებას კულტურის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი მიიღებს.

მშვიდობის ხიდი - Sputnik საქართველო
ბავშვის თვალით დანახული: საქართველოში თბილისისა და პეტერბურგის შესახებ ფილმი გადაიღეს

კონკურსის წესების მიხედვით, მასში მონაწილეობა საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. მთავარი პირობებია - უმაღლესი განათლება, არანაკლებ 3 წლის მმართველობითი მუშაობის გამოცდილება, ორგანიზატორული უნარ-ჩვევები, უმაღლეს დონეზე ინგლისური ენისა და კინოხელოვნების სპეციფიკის ცოდნა.

კვალიფიკაციის დამადასტურებელი რეკომენდაციებისა და დოკუმენტების გარდა, კანდიდატებმა კომისიას უნდა გააცნონ კინოცენტრისა და კინოინდუსტრიის ხედვა და განვითარების სამწლიანი გეგმა.

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ბოლო დირექტორმა პოსტის დატოვება 2019 წლის იანვარში გადაწყვიტა. ზურაბ მაღალაშვილი ამ თანამდებობას თითქმის სამი წლის განმავლობაში იკავებდა.

ყველა ახალი ამბავი
0