„ქართული სცენის უკვდავი დედოფალი" - ნანი ბრეგვაძემ კვლავ გააკვირვა საქართველო

© photo: Оnly Georgian / FBნანი ბრეგვაძე
ნანი ბრეგვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მუსიკალურ ვიდეოკლიპში ბრეგვაძე საოცრად გამოიყურება

თბილისი, 22 მარტი — Sputnik. ლეგენდარულმა ნანი ბრეგვაძემ გააოცა თავისი თაყვანისმცემლები - მან მომღერალ სტეფანესთან (მღებრიშვილი) ერთად დუეტში იმღერა „ისევ წვიმს".

ნანი ბრეგვაძე ვიდეოში ულამაზეს შავ კაბაში გამოჩნდა თამამი დეკოლტეთი. სამოსის ავტორია დიზაინერი დავით გევოქოვი.

„...Это же не Нани! Это совсем სხვა დონე!“>>

„მადლობა იმისთვის რომ მომეცა საშუალება, მიმეღო მონაწილეობა ჩემთვის ასეთ საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტში. ეს ჩემთვის დიდი პატივია! ქალბატონ ნანი ბრეგვაძეზე, ალბათ, კომენტარი ზედმეტია, ის უდავოდ ნამდვილი დედოფალია!!!", - წერს გევორქოვი თავის Facebook-გვერდზე.

„ლეგენდარული ნანი", „უბერებელი ნანი", „ქართული სცენის უცვლელი დედოფალი", „საოცრება", „ბრავო" - ასეთი გამოხმაურება ჰპოვა ნანი ბრეგვაძისა და სტეფანეს ახალ ჰიტს.

კლიპის რეჟისორია ზაზა ორაშვილი. Youtube-ზე მას ათასობით ნახვა და ასობით მოწონება აქვს.

სიმღერის მუსიკა ეკუთვნის ვაჟა აზარაშვილს, ლექსი მორის ფოცხიშვილისაა, ხოლო არანჟირება - ნიკოლოზ რაჭველის.

ყველა ახალი ამბავი
0