ანდრეი ტარკოვსკის თბილისში ფოტოგამოფენას მიუძღვნიან

© photo: Sputnik / Solov'evანდრეი ტარკოვსკი
ანდრეი ტარკოვსკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საკულტო რეჟისორის უკანასკნელი ფილმი ემიგრაციაშია გადაღებული და ერთგვარ ანდერძად იქცა, რომელიც ადამიანებს მოუწოდებს, პირადი პასუხისმგებლობა იგრძნონ იმაზე, რაც მსოფლიოში ხდება.

თბილისი, 14 მარტი — Sputnik. თბილისის მოსახლეობასა და ქალაქის სტუმრებს საშუალება აქვთ, ნახონ დიდი რეჟისორისა და სცენარისტის ანდრეი ტარკოვსკის უკანასკნელი ფილმის „მსხვერპლშეწირვის" გადაღებების ფოტოქრონიკის ექსპოზიცია, რომელიც ხელოვნების სასახლეში 14 მარტს გაიხსნება, იუწყებიან ორგანიზატორები.

„მსხვერპლშეწირვა" ანდრეი ტარკოვსკის უკანასკნელი შედევრია. ფილმზე მუშაობის დროს მას ფილტვების კიბო დაუდგინეს.

„მინდოდა მეჩვენებინა, რომ ადამიანს შეუძლია აღადგინოს თავისი კავშირი ცხოვრებასთან იმ საფუძველის განახლებით, რაზედაც მისი სულია დაფუძნებული... მსხვერპლშეწირვა – ეს არის ის, რაც ყველა თაობამ უნდა ჩაიდინოს შვილებთან ურთიერთობაში", – ამბობდა თავის ფილმზე ტარკოვსკი.

კინორეჟისორი ანდრეი ტარკოვსკი - Sputnik საქართველო
ანდრეი ტარკოვსკის სარკეები...

ფილოსოფიური დრამა, რომელიც ანდრეი ტარკოვსკიმ 1986 წელს შვედეთში გადაიღო, დაჯილდოებულია კანის ფესტივალის გრან–პრით, FIPRESCI-ს, ბრიტანეთის კინოაკადემიის პრიზებით და სხვა ჯილდოებით.

ფილმის ფოტოექსპოზიციას თბილისში წარმოადგენს ფოტონამუშევრების ავტორი, საპატიო სტუმარი ლონდონიდან, მწერალი, დრამატურგი და კინომცოდნე ლეილა ალექსანდერ-გარეტი. „მსხვერპლშეწირვის" გადაღებების დროს ის იყო თარჯიმანი და აწარმოებდა დღიურს, რომელიც გახდა საფუძველი წიგნისა „ანდრეი ტარკოვსკი: სიზმრების დამჭერი".

გამოფენა გაიხსნება ხუთშაბათს, 18:00 საათზე. ექსპოზიცია ხელოვნების სასახლეში 20 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

ანდრეი ტარკოვსკი დაიბადა 1932 წლის 4 აპრილს პოეტისა და მთარგმნელის არსენი ტარკოვსკის ოჯახში. მისი სრულმეტრაჟიანი სადებიუტო ფილმი იყო „ივანეს ბავშვობა" (1962) ვლადიმერ ბოგომოლოვის მოთხრობა „ივანეს" მიხედვით. ფრონტზე დაკარგული მოზარდის სულისშემძვრელმა, ტრაგიკულმა ისტორიამ დიდი სენსაცია მოახდინა მსოფლიო კინოს ისტორიაში და მიიღო გრან–პრი „ოქროს ლომი" ვენეციის 23-ე კინოფესტივალზე 1962 წელს. სან–ფრანცისკოს მეექვსე საერთაშორისო ფესტივალზე დაჯილდოვდა პრემიით „საუკეთესო რეჟისურა", ასევე სხვა მრავალი პრიზით.

თეატრისა და კონოს მსახიობი ალისა ფრეინდლიხი - Sputnik საქართველო
უყვარდე-ზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია – შენ გიყვარდეს...

ტარკოვსკი ავტორია ფილმებისა; „ანდრეი რუბლიოვი", „აღსარება", „სარკე", „სტალკერი", რომელიც საბჭოთა კავშირში გადაღებული უკანასკნელი ფილმია. 1982 წელს ანდრეი ტარკოვსკი გაემგზავრა იტალიაში. ახალი ფილმისათვის ნატურის ძებნაში გადაიღო დოკუმენტური ფილმი „მოგზაურობის დრო" (1982), 1983 წელს კი გამოვიდა ფილმი „ნოსტალგია", რომელიც მოგვითხრობს ამბავს იტალიაში ნოსტალგიით გარდაცვლილ რუს პოეტზე.

1984 წელს ტარკოვსკიმ საბჭოთა ხელისუფლებისგან საზღვარგარეთ ყოფნის გასაგრძელებლად ნებართვა ვეღარ მიიღო და განაცხადა, რომ სამუდამოდ რჩებოდა დასავლეთში. 1986 წლის დეკემბერში ტარკოვსკი ფილტვების სიმსივნით გარდაიცვალა. დასაფლავებულია პარიზში სენ-ჟენევიევი-დე-ბუას რუსულ სასაფლაოზე.

ყველა ახალი ამბავი
0