თბილისის ისტორიული მუზეუმი თუთუ კილაძის გამოფენას მასპინძლობს

© Facebook / Geoscovery იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა)
 იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა) - Sputnik საქართველო
გამოწერა
მხატვრის ნამუშევრები თბილისის ისტორიულ მუზეუმში 12 აპრილამდე დარჩება

თბილისი, 10 მარტი - Sputnik. იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა) მხატვარ თუთუ კილაძის რეტროსპექტული გამოფენა „კრიპტოგრამა" გაიხსნა, აღნიშნულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს ეროვნული მუზეუმი - Sputnik საქართველო
იტალიის შემდეგ პირველად თბილისში – და ვინჩის რეპროდუქციების ციფრული ჩვენება

გამოფენაზე დამთვალიერებელი იხილავს აბსტრაგირებულ სახეებს, კოლაჟის ტექნიკაში შესრულებულ ნამუშევრებსა და ინსტალაციებს.

გამოფენა დაყოფილია რამდენიმე ნაწილად - მნახველს საშუალება ექნება თვალი გაადევნოს მხატვრის შემოქმედებით დინამიკას, გაეცნოს მხატვრის სახელოსნოსა და მის პირად სივრცეს.

თუთუ კილაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. 2001 წლიდან მონაწილეობას იღებს ჯგუფურ გამოფენებსა და ფესტივალებში („გალერეა 9“, „გალერეა-კაფე“, თიბისი ბანკის გალერეა, თანამედროვე ხელოვნების გალერეა, გალერეა „უნივერსი", „არტ ვილა გარიყულა“).

მხატვრის ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

გამოფენა 9 მარტს გაიხსნა, მხატვრის ნამუშევრები თბილისის ისტორიულ მუზეუმში 12 აპრილამდე დარჩება.

ყველა ახალი ამბავი
0