ზაქარია ფალიაშვილის მუსიკალური საკრავები ქუთაისის მემორიალურ სახლ-მუზეუმს დაუბრუნდა

© photo: Georgian Heritage / FBზაქარია ფალიაშვილის პიანო დე მელოდიკა
ზაქარია ფალიაშვილის პიანო დე მელოდიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული კლასიკური მუსიკის ფუძემდებლის მიერ ნაქონი ინსტრუმენტების აღდგენა რესტავრატორმა გიორგი შიოშვილმა განახორციელა.

თბილისი, 2  მარტი — Sputnik. საფუძვლიანი რესტავრაციის შემდეგ, ზაქარია ფალიაშვილის მუსიკალური საკრავები კვლავ დიდი კომპოზიტორის ქუთაისის მემორიალურ სახლ-მუზეუმს დაუბრუნდა, ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რომანოვების სასახლე - Sputnik საქართველო
მახინჯაურში რომანოვების სასახლეს რესტავრაცია ჩაუტარდება

უწყების ინფორმაციით, მუსიკალური საკრავების რესტავრაცია ქუთაისის კულტურულ-სახელოვნებო და საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებასთან გასულ წელს გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყო.

სამუზეუმო ექსპონატების აღდგენა განახორციელა რესტავრატორმა გიორგი შიოშვილმა, რომელიც საქართველოში ძველი სამუსიკო საკრავების ერთ-ერთი გამორჩეული რესტავრატორია.

„აქტიურ ფაზაშია ქ. ქუთაისის ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმის მუზეუმოგრაფიის კონცეფციის შემუშავების პროცესიც, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ინიციატივითა და ორგანიზებით, ფრედერიკ შოპენის ვარშავის სახლ-მუზეუმის სპეციალისტები ამზადებენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

კონცეფციამ სამუზეუმო სივრცის საკონცერტო, საგამოფენო და სხვა ტიპის კულტურული ღონისძიებების გარემოდ ქცევა უნდა უზრუნველყოს, რაც თავის მხრივ ქუთაისში კლასიკური მუსიკის წარმოჩენასა და პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

ყველა ახალი ამბავი
0