Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

რიანამ დაბადების დღე დემნა გვასალიას ორიგინალურ ჰუდში გაატარა

გამოწერა
ვარსკვლავს ჰუდი ქართველი დიზაინერისგან ექსკლუზიურად ერგო.

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. მსოფლიოში ცნობილმა ამერიკელმა R&B და პოპ-მომღერალმა რიანამ Instagram-ზე ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ქართველი დიზაინერის დემნა გვასალიას მიერ შექმნილი Vetements-ის ბრენდის ჰუდი აცვია.

ვარსკვლავს შავი ფერის ჰუდი აცვია წარწერით It's my birthday and all I got was this oversized hoodie from VETEMENTS („დღეს ჩემი დაბადების დღეა და ყველაფერი, რაც საჩუქრად მივიღე, Vetements-ის დიდი ზომის ჰუდია").

21 თებერვალს, მომღერლის 31-ე დაბადების დღეს გამოქვეყნებულმა ფოტომ ოთხ მილიონზე მეტი "ლაიქი" დაიმსახურა.

Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от badgalriri (@badgalriri)

მსგავსი წარწერით ჰუდი პირველად მიმდინარე წლის იანვარში პარიზში გამართულ Vetements-ის ჩვენებაზე წარმოადგინეს. მაშინ ჰუდის თეთრი ვერსია იქნა ნაჩვენები.

„უცნობია ძმებმა გვასალიებმა საჩუქარი გაუკეთეს და სპეციალურად ისეთი მოდელი გაუგზავნეს, რომელიც პოდიუმზეც არ ყოფილა, თუ რირიმ თავისით შეცვალა. ახალი კოლექციიდან ჯერ არ იყიდება არაფერი, მაგრამ რიანას უკვე აცვია", – წერს დემნა გვასალიას Facebook-გვერდზე დიზაინერის შემოქმედების ერთ-ერთი თაყვანისმცემელი.

კენდალ ჯენერი - Sputnik საქართველო
ამჯერად კენდალ ჯენერი – დემნა გვასალიას შემოქმედებით კიდევ ერთი ვარსკვლავი დაინტერესდა

დემნა გვასალიას პოპულარობა მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება. მისი თითოეული კოლექცია სეზონის ჰიტი ხდება. Vetements-ი დემნასა და მისი ძმის გურამ გვასალიას ბრენდია, რაც ფრანგულად „ტანსაცმელს" ნიშნავს.

დემნა გვასალია მსოფლიოში ცნობილი მოდის სახლის Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი 2015 წელს გახდა.

დემნა გვასალია ამერიკის მოდის დიზაინერთა საბჭომ (CFDA) პრემია "მოდის ოსკარით" დააჯილდოვა, გურამ გვასალიამ კი მოდის სამყაროში Vetements-ის მარკის კომერციული მიღწევებისთვის ჯილდო მიიღო როგორც საუკეთესო "საერთაშორისო ბიზნეს-ლიდერმა".

 

ყველა ახალი ამბავი
0