როგორია „იდეალური დედა“: თბილისში კომედიურ სერიალს იღებენ

© photo: Sputnik / Artem Zhitenev / გადასვლა მედიაბანკშიკინოფირი
კინოფირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სერიალის მთავარ გმირს ვიდეობლოგი აქვს, რომლის საშუალებითაც ყოველ საღამოს მაყურებელს საკუთარი ოჯახის შესახებ უამბობს

თბილისი,  21 თებერვალი — Sputnik.  თბილისში ქართველ დედებსა და მათ ყოველდღიურ ყოფაზე კინოსერიალს იღებენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

„იდეალური დედა“ – ასე ჰქვია სატელევიზიო პროექტს, რომლის პრემიერაც პირველი არხის ეთერში 4 მარტს გაიმართება.

 „ვფიქრობ, რომ ამ სერიალში თითოეული დედა  რაღაც დოზით საკუთარ თავს  დაინახავს. ყოველდღიური ცხოვრების დეტალები კომედიურ  ჭრილშია გადმოცემული. სახალისოა, როდესაც საკუთარ ცხოვრებას ისე უყურებ, რომ შეგიძლია გაიცინო. და ფორმაც საკმაოდ ორიგინალურია. პრინციპში ამ ფორმატის სერიალი ჩვენ ჯერ არ გვქონია“, – განაცხადა რეჟისორმა ირაკლი კაკაბაძემ.

სერიალის მთავარი გმირი 36 წლის მაკა, რომელსაც ჰყავს ორი შვილი, მეუღლე ზაზა, მუდამ ჭკუის დამრიგებელი პენსიონერი დედა, დაქალები და სამუშაო. მაკა მუდამ ცდილობს ყველაფერი მოასწროს, თუმცა, ხშირად ქალებს ყველაფერი პირიქით გამოსდით. 

ტელევიზორის წინ - Sputnik საქართველო
მოქალაქე ბოს ბლოგი: ტელევიზია, სერიალები და გამარჯვებული მე

 „ერთი შეხედვით, მაყურებელს შეიძლება მოეჩვენოს, რომ ჩემი გმირი იდეალური დედა სულაც არაა, რადგანაც ბევრი რამ არ გამოსდის. თუმცა, ჩემი აზრით, იდეალური არაფერია. მაგრამ თუ ამისკენ ისწრაფვი და რაც მთავარია, გულწრფელად ინდომებ, მაშინ დასახულ მიზანთან უფრო ახლოს მიხვალ ვიდრე ოდესმე“, – მიაჩნია მსახიობ იაკო ჭილაიას, რომელიც მაკას როლს ასრულებს.

აღსანიშნავია, რომ ფილმი  იგივე სახელწოდების იტალიური სერიალის ანალოგია, რომელიც იტალიაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. რაც შეეხება ქართულ ვერსიას, ექვსი სერია უკვე გადაღებულია, დანარჩენ სერიებს კი სერიალის ეთერში გასვლის პარალელურად გადაიღებენ.

„სერიალი „იდეალური დედა“,  შაბათ-კვირის გარდა,   ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით გავა. თითოეული სერია 15–წუთიანი იქნება. სულ 60 სერიის გადაღებაა დაგეგმილი.

ყველა ახალი ამბავი
0