ქართველი მსახიობების დუეტი ნიუ-იორკის სცენაზე გამოვა

CC0 / Pixabay / ნიუ-იორკი
ნიუ-იორკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსახიობები ტაიმზ-სკვერის რაიონში თეატრ Sonnet-ის სცენაზე წარდგებიან.

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. აშშ-ში მცხოვრები მსახიობი და მწერალი იუნა შაფათავა და მსახიობი გიორგი მეგრელიშვილი ნიუ-იორკის თეატრ Sonnet-ის სცენაზე 19 თებერვალს ითამაშებენ სპექტაკლში „კირა (რეინკარნაცია)", აცნობეს „Sputnik-საქართველოს" მსახიობებმა.

სპექტაკლი შაფათავას ამავე სახელწოდების ნოველის მიხედვით დაიდგა, რომელიც მწერალმა ათი წლის წინ დაწერა. სიუჟეტს საფუძვლად უდევს მისტიკური დრამა მარადიული სიყვარულის შესახებ.

შაფათავას თქმით, გიორგი მეგრელიშვილი სპექტაკლში მონაწილეობაზე თავაზიანად დათანხმდა აშშ-ში თავისი ვიზიტის პერიოდში. მეგრელიშვილი ნიუ-იორკში თავისი ფილმის „ჰამლეტის" ჩვენებისა და ნიკოლოზ ხომასურიძის სურათ „ექვთიმეს" პრეზენტაციაში მონაწილეობისთვის არის ჩასული.

პირდაპირი ტრანსლაციის სატელევიზიო კამერა - Sputnik საქართველო
„გრეის ანატომიაში“ ქართველ მსახიობს გადაიღებენ

„გადავწყვიტე მომენტით მესარგებლა და მას ვთხოვე ჩემთან ერთად ეთამაშა, და ის დამთანხმდა, რაც ძალიან მიხარია. ბავშვობის მეგობრები ვართ, მან „წამიყვანა" კინოში და, ვფიქრობ, სამართლიანია, რომ ჩემ პირველ დადგმაში ამერიკაში, კრეატიულობით „გიჟურ" ნიუ-იორკში ერთად ვითამაშოთ", – აღნიშნა შაფათავამ.

შაფათავას თქმით, სპექტაკლიდან პირდაპირი ჩართვა იქნება. ამას გარდა, გამოსვლას კამერით გადაიღებენ, რომელიც შემდეგ ინტერნეტში განთავსდება.

„როცა მასალა ჩვენ ხელშია (ეს დადგმის პირველი ვერსიაა), თავისუფალი ვართ თამაშისა და დადგმის არჩევანში. ეს კიდევ ერთი პლუსია მსახიობის თვითგამოხატვის თავისუფლებისთვის. ამ ქალაქში ყველაზე მეტად სწორედ თვითგამოხატვის თავისუფლება ფასობს", – აღნიშნა შაფათავამ.

მწერალი, მსახიობი, ტელეწამყვანი და ჟურნალისტი იუნა შაფათავა ქართველი ჩოგბურთელის სოფიო შაფათავას დაა. წერს რუსულ, ქართულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე. ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს ნიუ-იორკში.

გიორგი მეგრელიშვილი – მსახიობი და რეჟისორია. მისი ფილმი „ჰამლეტი" მონაწილეობდა კინოპრემია „ოსკარის" მაძიებელთა ეროვნულ შესარჩევ სტადიაზე ნომინაციაში „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი".

ყველა ახალი ამბავი
0