ვინ წარადგენს საქართველოს „ევროვიზია 2019"-ზე?

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშიევროვიზია
ევროვიზია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მოსახლეობას თავად შეუძლია შეარჩიოს მონაწილე, რომელიც ისრაელში „ევროვიზია 2019“-ზე საქართველოს სახელით გამოვა.

თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. პირველი არხის მუსიკალური მეგაპროექტის „საქართველოს ვარსკვლავის" მონაწილეებს იკაკო ალექსიძე გამოეთიშა, ამიერიდან სიმღერის კონკურსში „ევროვიზია 2019" საქართველოს სახელით მონაწილეობის უფლებისთვის ბრძოლას ექვსი მომღერალი გააგრძელებს.

მესამე ლაივ-კონცერტზე, რომელზეც მონაწილეებმა ქართველი ავტორებისა და მუსიკოსების სიმღერები შეასრულეს, ალექსიძე დანარჩენ კონკურსანტებთან შედარებით ყველაზე სუსტი აღმოჩნდა. მან შეასრულა ჯგუფ „სახის" სიმღერა „დიდხანს გელოდი" და ხმების ყველაზე ნაკლები რაოდენობა მოიპოვა.

კენჭისყრის ლიდერი ლიზა კანდელაკი გახდა – მან სერგი გვარჯალაძის Artificial Love შეასრულა.

კანდელაკთან ერთად კონკურსში საკუთარ შესაძლებლობებს კვლავ გამოცდიან გიორგი ნაკაშიძე, ნინი ცნობილაძე, ოთო ნემსაძე, თამარ ლაჭყეპიანი და გიორგი ფრუიძე.

საკუთარი ფავორიტისთვის ხმის მიცემა Facebook-ზე და ასევე „მაგთის", „ჯეოსელისა" და „ბილაინის" მობილური ქსელების საშუალებითაა შესაძლებელი. ზარი ფასიანია.

„ევროვიზია 2019“: საკონკურსო  სიმღერას ქართველი მაყურებელი თავად შეარჩევს>>>

„ევროვიზია 2019"-ის ქართველი მონაწილე 2 მარტს, მეგაპროექტ „საქართველოს ვარსკვლავის" ფინალურ დღეს გამოვლინდება. ქართველი მაყურებელი წელს თავად შეარჩევს არა მარტო „ევროვიზია 2019"-ის ქართველ მონაწილეს, ასევე სიმღერას, რომელიც კონკუსზე შესრულდება.

მზადება ევროვიზიის კონკურსისთვის - Sputnik საქართველო
თამთა გოდუაძე ევროვიზიაზე კვიპროსს წარადგენს

„ევროვიზია 2019" თელ-ავივში იმართება, რადგან გასულ წელს ამ ქვეყნის წარმომადგენელმა ნეტა ბარზილაიმ გაიმარჯვა.

„ევროვიზია 2019"-ზე წარსადგენი სიმღერის შესარჩევი კონკურსი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა გასული წლის 21 თებერვალს გამოაცხადა და განაცხადების მიღება 1 თებერვალს დასრულდა. კონკურსზე სულ 200-ზე მეტი კომპოზიცია შევიდა. საინტერესოა, რომ პრეტენდენტებს შორის ქართველ კომპოზიტორებთან ერთად უცხოელებიც არიან.

პირველი და მეორე ნახევარფინალი და კონკურსის ფინალი, შესაბამისად, 14, 16 და 18 მაისს გაიმართება. საქართველო კონკურსზე 14 მაისს გამოვა, პირველი ნახევარფინალის მეორე ნაწილში.

2018 წელს საქართველოს კონკურსზე წარადგენდა ეთნო-ჯაზ ჯგუფი Iriao, თუმცა ის კონკურსის ფინალში ვერ გავიდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0