ცნობილი გახდა, როდის გამოვა საქართველო „ევროვიზია 2019"-ზე

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკში„ევროვიზია 2018"
„ევროვიზია 2018 - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ჯერ არ აურჩევია შემსრულებელი, რომელიც ქვეყანას სიმღერის პრესტიჟულ კონკურსზე წარადგენს.

თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. „ევროვიზიის" 64-ე კონკურსზე, რომელიც მიმდინარე წლის მაისში თელ-ავივში გაიმართება, საქართველოს წარმომადგენელი 2019 წლის 14 მაისს, პირველი ნახევარფინალის მეორე ნახევარში გამოვა.

რიგითობის განმსაზღვრელი კენჭისყრა გუშინ თელ-ავივის ხელოვნების მუზეუმში გაიმართა.

პროექტი საქართველოს ვარსკვლავი - Sputnik საქართველო
აირჩიე საუკეთესო! დაიწყო კენჭისყრა – ვინ წარადგენს საქართველოს „ევროვიზია 2019“–ზე

პირველ ნახევარფინალში საქართველოსთან ერთად გამოვლენ შემსრულებლები სლოვენიიდან, ბელარუსიდან, ჩეხეთიდან, მონტენეგროდან, კვიპროსიდან, სერბეთიდან, ფინეთიდან, პოლონეთიდან, უნგრეთიდან, ესტონეთიდან, პორტუგალიიდან, სან-მარინოდან, ისლანდიიდან, ავსტრალიიდან, ბელგიიდან, ასევე უკრაინიდან და საბერძნეთიდან.

პირველ ნახევარფინალში გამოვლენ ასევე შემსრულებლები, რომლებმაც წინასწარი კვალიფიკაცია ავტომატურად გაიარეს – ისრაელი, ესპანეთი და საფრანგეთი.

მეორე ნახევარფინალში, 16 მაისს იმღერებენ შვეიცარიის, შვედეთის, ირლანდიის, ავსტრიის, მოლდოვის, ლატვიის, რუმინეთის, დანიის, სომხეთის, ალბანეთის, აზერბაიჯანის, მაკედონიის (ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა), ნორვეგიის, რუსეთის, ნიდერლანდების, ხორვატიის. ლიტვისა და მალტის წარმომადგენლები. ამ ქვეყნებს ასევე შეუერთდებიან გერმანია, იტალია და დიდი ბრიტანეთი.

„ევროვიზიის" ფინალი 18 მაისს გაიმართება.

თამარ ედილაშვილი - „შენი ხმა“ - Sputnik საქართველო
„შენი ხმა“ - თამარ ედილაშვილის კლიპი საბავშვო ევროვიზია 2018-სთვის

კენჭისყრის წინ თელ-ავივმა პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონისგან „ევროვიზიის“ გასაღები – მუსიკალური კონკურსის მასპინძელი ქალაქის სიმბოლო მიიღო. თელ-ავივის ხელოვნების მუზეუმში გამართული ცერემონია „ევროვიზია 2019"-ის პირველი ოფიციალური ღონისძიება იყო.

„ევროვიზია 2019" თელ-ავივში იმართება, რადგან გასულ წელს ამ ქვეყნის წარმომადგენელმა ნეტა ბარზილაიმ გაიმარჯვა.

2018 წელს საქართველოს კონკურსზე წარადგენდა ეთნო-ჯაზ ჯგუფი Iriao, თუმცა ის კონკურსის ფინალში ვერ გავიდა.

წელს კონკურსზე საქართველოს პირველი არხის მეგაპროექტის „საქართველოს ვარსკვლავის" გამარჯვებული წარადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0