„მას ჩემი ჰიუგო ერქმევა": ლიტვინოვა ფილმში ქართველ მსახიობს იღებს

© photo: Sputnik / Maxim Blinov / გადასვლა მედიაბანკშირენატა ლიტვინოვა
რენატა ლიტვინოვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალგაზრდა ქართველი მსახიობი ლიტვინოვას ფილმში ჰიუგოს როლს შეასრულებს.

თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. რეჟისორმა და მსახიობმა რენატა ლიტვინოვამ თავისი ახალი მხატვრული ფილმის „ჩრდილოეთის ქარი" გადაღებებიდან პირველი ფოტოკადრები გამოაქვეყნა. ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ქართველი მსახიობი მიხეილ გავაშელი ასრულებს.

ფოტოებზე ჩანს, როგორ იღებენ გავაშელს ნამდვილ ქარბუქში.

„მას ერქმევა ჩემი ჰიუგო" – ასე წააწერა ლიტვინოვამ გავაშელის ფოტოს.

Посмотреть эту публикацию в Instagram

...Его будут звать - мой Хьюго... #северныйветерфильм

Публикация от Renata (@renatalitvinovaofficiall)

ლიტვინოვამ ასევე გამოაქვეყნა ფოტო გადასაღები მოედნიდან. როგორც ჩანს, ფილმში მონაწილეობენ თავად რენატა ლიტვინოვა, მიხაილ ეფრემოვი, ანტონ შაგინი, სვეტლანა ხოდჩენკოვა, მარია ბერდინსკიხი, ასევე ლიტვინოვას ქალიშვილი ულიანა დობროვსკაია.

Посмотреть эту публикацию в Instagram

Кто в этот мир попал - навеки счастлив стал - фильмфильмфильм) #северныйветерфильм

Публикация от Renata (@renatalitvinovaofficiall)

აღსანიშნავია, რომ სურათში მსახიობები Vetements-ის ბრენდის სამოსს ატარებენ. ცნობილია, რომ რენატა მეგობრობს ამ ბრენდის დამაარსებელთან, ცნობილ ქართველ დიზაინერ დემნა გვასალიასთან.

ფილმის სიუჟეტი რენატა ლიტვინოვას თეატრალური სადებიუტო დადგმის საავტორო გაგრძელებას წარმოადგენს. სპექტაკლი-ფანტასმაგორია „ჩრდილოეთის ქარი" სიყვარულსა და სიკვდილზე მოგვითხრობს. ის რეჟისორმა 2017 წელს მოსკოვის ჩეხოვის სახელობის თეატრში თავისივე პიესის მიხედვით დადგა. მან ასევე რამდენიმე როლი შეასრულა ამ სპექტაკლში. მუსიკა ზემფირას ეკუთვნის.

© photo: Michael Gavasheli / FBმიხეილ გავაშელი
„მას ჩემი ჰიუგო ერქმევა: ლიტვინოვა ფილმში ქართველ მსახიობს იღებს - Sputnik საქართველო
მიხეილ გავაშელი

ფილმის პრემიერის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

მიხეილ გავაშელი 22 წლის თეატრის, კინოსა და ტელევიზიის მსახიობია. სწავლობდა თეატრ-სტუდიაში საქართველოს დამსახურებული მსახიობის ირინა კვიჟინაძის კლასში. ამჟამად თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტის რუსული ჯგუფის სტუდენტია. 2016 წლიდან გრიბოედოვის თეატრში მსახიობად მუშაობს.

ყველა ახალი ამბავი
0