საცეკვაო შოუს „საქართველოს ლეგენდები“ მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში იხილავენ

გამოწერა
შოუ „საქართველოს ლეგენდები“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მუსიკალურ-ქორეოგრაფიული სანახაობაა.

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. ცნობილ საცეკვაო შოუს „საქართველოს ლეგენდები“, რომელიც მაყურებელს აცნობს საქართველოს, მის ლეგენდებსა და ხალხს, წელს რუსეთში ნახავენ – მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში, იუწყებიან ორგანიზატორები.

„განა ეს საოცრება არ არის?!“ – Euronews–ი სუხიშვილების შემოქმედებით აღფრთოვანებულია >>

მოცეკვავეთა დასის გამოსვლა მოსკოვში 8 თებერვალს Crocus City Hall-ის სცენაზე შედგება, ხოლო 10 თებერვალს – სანქტ-პეტერბურგში, საკონცერტო დარბაზში Октябрьский.

ორივე წარმოდგენა ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დაიწყება. ბილეთები უკვე იყიდება სალაროებში და ონლაინ.

მსოფლიო პრესის აღიარებით, შოუ „საქართველოს ლეგენდები“ თავისი მასშტაბითა და დრამატურგიით ჯობნის ჟანრის ლიდერებს – თანამედროვე საბალეტო შოუებს Riverdance-სა და Lord of the Dance-ს და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მუსიკალურ-ქორეოგრაფიული სანახაობაა, რომელიც რეალიზებულია სუპერშოუს შექმნის ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით“, – ნათქვამია პროექტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

ერისიონი - Sputnik საქართველო
ბათუმის საზაფხულო თეატრში „ქართულ ცეცხლს" დაანთებენ

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მაყურებელი შოუში იხილავს ქართველების სიყვარულს სამშობლოსადმი, ვაჟკაცობას, სიკეთეს, ისტორიულ გამარჯვებებსა და ქალისადმი სიყვარულსა და პატივისცემას.

„ფრანგულმა გამოცემა Le Figaro-მ შოუს შესახებ დაწერა: „ეს არის სანახაობა, რომელიც თითოეულმა ადამიანმა ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ნახოს!“. შოუ სავსეა საქართველოს სიყვარულით, სადაც ყველაფერი – ნიავი, დოლის და ზარების რეკვა, მთების დიადი დუმილი და მთის ნაკადულების მხიარული ჟღურტული – ყველაფერი ასოცირდება მუსიკასთან, სიმღერასთან და ცეკვასთან“, – წერენ შოუს ავტორები.

როგორც შოუს ვებ-გვერდზეა ნათქვამი, ქართველი არტისტებით აღფრთოვანებული იყო მაყურებელი ხუთი კონტინენტის 50-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის, მეფეები და სახელმწიფოს მეთაურები.

ყველა ახალი ამბავი
0