ბათუმის ასწლოვანი ანსამბლი „არსიანი" შანხაიში კონცერტებს გამართავს

© photo: courtesy of Miriam Bright ქრათული ცეკვა
ქრათული ცეკვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი მოცეკვავეები ერთი თვის განმავლობაში ჩინეთის ფესტივალის ფარგლებში კონცერტებს გამართავენ.

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. სიმღერისა და ცეკვის ბათუმის აკადემიური ანსამბლი „არსიანის" ქორეოგრაფიული დასი საერთაშორისო ქუნჯიანის საგაზაფხულო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ჩინეთის ქალაქ შანხაიში 22 იანვრიდან 21 თებერვლის ჩათვლით გაიმართება, იუწყება ტელეკომპანია Ajara TV.

ქუნჯიანის ფესტივალი ჩინეთისა და მსოფლიოს ყველაზე მრავალრიცხოვან ქალაქში მეხუთედ იმართება. წელს შანხაის სცენაზე 11 ქვეყნის საცეკვაო ანსამბლები გამოვლენ.

ქართული ხალხური ცეკვა - Sputnik საქართველო
ქართული ცეკვის ანსამბლმა პოლონეთში ფურორი მოახდინა

ანსამბლი „არსიანი", რომელიც 18 მოცეკვავისგან არის დაკომპლექტებული, შანხაიში გასტროლს მთელი თვის განმავლობაში გამართავს. ანსამბლის რეპერტუარშია ექვსი ცეკვა.

კუხიანიძის სახელობის ანსამბლი „არსიანი" 1921 წელს დაარსდა, ის თითქმის ასი წლისაა. 2014 წლიდან ანსამბლს საკუთარი მუზეუმი აქვს, მასზე რეჟისორმა ირაკლი ყაჭეიშვილმა გადაიღო დოკუმენტური ფილმი. აკადემიური ანსამბლის სტატუსი მას 2016 წელს მიენიჭა.

ანსამბლი აერთიანებს პროფესიონალ მოცეკვავეებსა და მომღერლებს. მის რეპერტუარშია საქართველოს სხვადასხვა კუთხის სასიმღერო და საცეკვაო შედევრები.

ანსამბლს თავისი ისტორიის მანძილზე კონცერტები აქვს გამართული ევროპის ქვეყნებში, რუსეთში, უკრაინაში, ირანში, კვიპროსში, ეგვიპტეში, აშშ-სა და სხვა სახელმწიფოებში.

ყველა ახალი ამბავი
0