05:20 22 იანვარი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0283
  • 100 RUB4.0074
  • USD2.6613
დაჯილდოების ცერემონია World Rising Stars თბილისში

თბილისში World Rising Stars-ის პრემიის ლაურეატები დააჯილდოვეს

© Sputnik / Vladimir Umikashvili.
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (769)
63 0 0

პროექტი World Rising Stars სრულყოფის სტიმულს იძლევა

თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. საერთაშორისო პრემია World Rising Stars-ის მფლობელი გახდა 150 ადამიანი, რომელმაც თავის საქმიანობაში წარმატებას მიაღწია.

დაჯილდოების ცერემონია თბილისში 11 იანვარს გაიმართა. ლაურეატები გახდნენ მოდელები, დიზაინერები, მომღერლები, ფოტოგრაფები, ოპერატორები და სხვა ცნობილი პიროვნებები, რომლებმაც თავის საქმიანობაში წარმატებებს მიაღწიეს. მოდის სფეროს გაშუქებისთვის პრემია გადაეცა საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik-საქართველოს“. ეს სააგენტოს რიგით მეორე პრემიაა.

ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად თბილისში სხვადსხვა ქვეყნიდან 130 სტუმარი შეიკრიბა.

„მოხარული ვარ, რომ ღონისძიებისადმი ინტერესი წლიდან წლამდე იზრდება. საქართველოში ჩამოსვლის სურვილს სულ უფრო მეტი ქვეყანა გამოხატავს. გარდა იმისა, რომ ამ პროექტის ფარგლებში გავიცანით წარმატებული ადამიანები სხვადასხვა ქვეყნიდან, ვცდილობთ ავაგოთ მეგობრობის ხიდები ჩვენს ქვეყნებს შორის, რათა ურთიერთობები უფრო მყარი და მეგობრული იყოს. ეს მნიშვნელოვანია არამარტო მოდის სფეროში, არამედ ნებისმიერ დარგში“, - განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ პროექტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ეკა მგალობლიშვილმა.

ჟიურის წევრი ალბანეთიდან ალბანა ჩაკშირი ერთ-ერთია, ვინც ცდილობს ააგოს მეგობრობის ხიდი ტირანასა და თბილისს შორის. მან გამოთქვა იმედი, რომ გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ბევრი სასარგებლო პროექტი განხორციელდება.

„საქართველოში პირველად არ ვარ. ძალიან მიყვარს აქ ჩამოსვლა, საქართველოს მეორე სახლს ვუწოდებ. მართლა, აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. როდესაც ვბრუნდები სამშობლოში, ვუყვები ჟურნალისტებს იმ გამოცდილების შესახებ, რომელიც საქართველოში შევიძინე. მიწვევენ ტელევიზიაში, რადიოზე, ვსაუბრობ არამარტო პროექტების შესახებ, რომლებშიც ვიღებდით მონაწილეობას საქართველოში, არამედ ზოგადად ქვეყნის შესახებ“, - განაცხადა ჩაკშირიმ.

World Rising Stars – ღონისძიებაა, რომელშიც წაგებული არ არსებობს. პროექტი განსაკუთრებულ სტიმულს აძლევს ყველაზე პატარებს, რომლებიც ცდილობენ მიაღწიონ უფრო მეტ წარმატებას, რათა კვლავ აღმოჩნდნენ საუკეთესოთა სიაში.

რაშია სილამაზის მთავარი საიდუმლო - სილამაზის კონკურსების გამარჯვებულების პასუხი >>

„ამ პროექტს უკვე დიდი ხანია ვეძახი „ეკა და მისი ანგელოზები“. ცხრა წელი ეკასთან ერთად სხვადასხვა პროექტებში ვიღებ მონაწილეობას. ყოველთვის ვარ  ჟიურის თავმჯდომარე და ამ ღონისძიებისგან ვიღებ დიდ სიამოვნებას. დიდი მადლობა ამ დღესასწაულისთვის და იმისათვის, რომ ასე ხშირად ტარდება“, - განაცხადა მოდელმა კრისტი ყიფშიძემ.

დაჯილდოებას ასევე ესწრებოდნენ მოდის ექსპერტები, რომლებიც ყოველ წელს ამ სფეროს სიახლეებსა და პროექტებს აკვირდებიან.

„ამ პროექტში ყველა გამარჯვებულია, ყველა ძალიან ლამაზია და მე როგორც ჟიურის წევრი ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვესწრები ეკა მგალობლიშვილის ღონისძიებებს. ძალიან მნიშვნელოვანია ვაჩუქოთ ლამაზი წუთები ადამიანებს, განსაკუთრებით პატარებს“, - განაცხადა მოდის ექსპერტმა დალი ჩიტალიძემ.

ღონისძიება International Beauty Talent and Fashion Awards World Rising Stars საქართველოში პირველად 2018 წლის 24-29 იანვარს გაიმართა და 15 ქვეყნიდან სილამაზის კონკურსების და სამოდელო კონკურსების გამარჯვებულები შეკრიბა.

წელს ღონისძიების ფარგლებში World Rising Stars-ის მონაწილეებისთვის მოეწყო უამრავი ტური, საქველმოქმედო საღამო, მეგობრობის საღამო, ტალანტების შოუ, ექსკურსიები, შეხვედრები ადგილობრივ ხელისუფლებასთან.

პროექტის ფარგლებში 12 ქვეყნის დიზაინერებმა თბილისში თავისი ახალი კოლექციები წარადგინეს. ღონისძიება მიზნად ისახავდა მოდისა და კულტურის სფეროში მოღვაწე და გარკვეულ წარმატებებს მიღწეულ ადამიანების წახალისებას.

 

თემები:
საქართველო და კულტურა (769)

მთავარი თემები