10:07 17 იანვარი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0363
  • 100 RUB3.9891
  • USD2.6634
ტრანსგენდერი მოდელი ანდრეა პეჟიჩი

ცნობილმა ტრანსგენდერმა მოდელმა ქართველი დიზაინერის სამოსი მოირგო

© FB / Andreja Pejić
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
ქართველი დიზაინერები მოდის სამყაროს იპყრობენ (77)
13101

გოგონას ეცვა შარვალ-კოსტიუმი, რომელიც სხვადასხვა განათებაში ფერს იცვლის

თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. მსოფლიოში ცნობილი ტრანსგენდერი მოდელი ანდრეა პეჟიჩი ქართველი დიზაინერის, თაკო მექვაბიძის სამოსით გამოჩნდა.

დემნა გვასალია The Fashion Awards 2018-ის პრემიაზეა ნომინირებული >>

მომხიბლავმა ქერათმიანმა ლამაზმანმა თავისი არჩევანი შეაჩერა უჩვეულო შარვალ-კოსტიუმზე, რომელიც სხვადასხვა განათებაში ძალიან საინტერესოდ გამოიყურება. სუსტ განათებაში ის თეთრია, განათებულ ოთახში კი ფირუზისფერია.

View this post on Instagram

@andrejapejic @yaelquint #mbfwtbilisi

A post shared by Tako Mekvabidze Official (@mekvabidze_tako_official) on

ანდრეა ბოსნია და ჰერცეგოვინას ტერიტორიაზე ქალაქ ტუზლაში დაიბადა, იუგოსლავიაში სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე ორი თვით ადრე. ბიჭუნა ბავშვობიდან გამოირჩეოდა „თოჯინური“ სახით და ყველას თავისი სილამაზით აოცებდა. ზოგიერთი ვერც კი ხვდებოდა, ბიჭია ის თუ გოგო და ანდრეას ბებიას ეკითხებოდნენ. ის კი პასუხობდა: „ორივე მყავს!“

View this post on Instagram

Ever so slightly unhinged Styling @yaelquint

A post shared by Andreja Pejic (@andrejapejic) on

2009 წელს პეჟიჩის გამოჩენამ ქალის სამოსით ნადვილი ფურორი მოახდინა. სააგენტო Storm-ის მიწვევით ანდრეა 2010 წელს ლონდონში გაემგზავრა და კონტრაქტი გააფორმა.

აღსანიშნავია, რომ მამაკაცის სამოსით პეჟიჩი საკმაოდ იშვიათად ჩნდებოდა, ამიტომ ასეთი ჩვენებები აოცებდა მაყურებელს, იყო გამომწვევი და დიდ ინტერესს იწვევდა. მოდელის უჩვეულო გარეგნობა გულგრილს არავის ტოვებდა, ყველა აღფრთოვანებული იყო.

View this post on Instagram

Sometimes I just get dolled up and I go to Kmart

A post shared by Andreja Pejic (@andrejapejic) on

თაკო მექვაბიძე ბათუმელი დიზაინერია. ის ქმნის კოლექციებს და საქართველოში მიმდინარე თითქმის ყველა მოდურ ღონისძიებაში მონაწილეობს. მას ხშირად იწვევენ უცხოეთში მოდის კვირეულებსა და შოუ-რუმებში. დიზაინერის მაღაზია ბათუმში 2011 წელს გაიხსნა.

Тако Меквабидзе
© Sputnik / Denis Aslanov
ქართველი დიზაინერი თაკო მექვაბიძე

დიზაინერი სთავაზობს როგორც ყოველდღიურ სამოსს, ისე საღამოს კაბებს, ფეხსაცმელსა და აქსესუარებს. თაკო მექვაბიძის სამოსი ამშვენებს ალსუს, ნასტასია კისნკის, მეისი გრეის, ქეთი მელუას გარდერობებს.

თემები:
ქართველი დიზაინერები მოდის სამყაროს იპყრობენ (77)

მთავარი თემები