რაშია სილამაზის მთავარი საიდუმლო - სილამაზის კონკურსების გამარჯვებულების პასუხი

© Sputnik / Alexander ImedashviliMiss & Mister Planet 2018-ის ფინალი - ქართველი მონაწილე
Miss & Mister Planet 2018-ის ფინალი - ქართველი მონაწილე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სხვადასხვა ქვეყნების სილამაზის კონკურსების გამარჯვებულებმა სილამაზის მთავარი საიდუმლო გაამხილეს

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. რაშია ქალის სილამაზის მთავარი საიდუმლო? ამ შეკითხვაზე პასუხობდნენ მოდელები სხვადასხვა ქვეყნებიდან პრესკონფერენციაზე, რომელიც „Sputnik-საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გაიმართა.

სილამაზის კონკურსის წარმომადგენლები - Sputnik საქართველო
World Rising Stars-ი თბილისში მთელი მსოფლიოდან ლამაზმანებს შეკრებს

თბილისში 10–11 იანვარს მეორედ იმართება International Beauty Talent and Fashion Awards World Rising Stars, რომელმაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოდის სამყაროს ყველაზე წარმატებულ და ნიჭიერ ადამიანებს შეკრიბა. თბილისში უკვე იმყოფება 130 სტუმარი სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის ჩეხეთიდან, რუმინეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, ალბანეთიდან, ინდოეთიდან და ა.შ. ღონისძიების დაწყებამდე ლამაზმანებმა სილამაზის საკუთარი რეცეპტი გაგვანდეს.

მოდელები Sputnik-საქართველოსთან სტუმრად >>

„სილამაზის საიდუმლო ჯანმრთელობასა და ბედნიერებაშია, ასევე იმაში, რომ ახლობლები ჯანმრთელად და ბედნიერად გვყავდეს. მაშინ სილამაზეც და სხვა ყველაფერიც იქნება“, - გამოგვიტყდა Miss Planet Tatarstan 2017 ლეილა მურუგოვა.

© Sputnik / Vladimir Umikashviliლეილა მურუგოვა
რაშია სილამაზის მთავარი საიდუმლო - სილამაზის კონკურსების გამარჯვებულების პასუხი - Sputnik საქართველო
ლეილა მურუგოვა

Miss Planet Tatarstan 2018-ის, ლალა ნაგოვიცინასთვის სილამაზის საიდუმლო პირველ რიგში ქალის ლამაზ სულშია და არა გარეგნობაში.

„ძალიან მნიშვნელოვანია შინაგანად სხივი გქონდეს. თუ სულში ყველაფერი კარგად არის, თუ ყველას სიკეთეს უსურვებ, ყველა გიყვარს, მაშინ ყველაფერი იქნება შესანიშნავად და ლამაზიც იქნები“, - ამბობს ნაგოვიცინა.

© Sputnik / Vladimir Umikashviliლალა ნაგოვიცინა
რაშია სილამაზის მთავარი საიდუმლო - სილამაზის კონკურსების გამარჯვებულების პასუხი - Sputnik საქართველო
ლალა ნაგოვიცინა

Mrs Planet 2018-ის ტიტულის მფლობელი ნინი შერმადინი მიიჩნევს, რომ ქალი მაშინ კი არ გამოიყურება შესანიშნავად, როდესაც გაბერილი ტუჩები და გრძელი ფეხები აქვს, არამედ როდესაც მას შეუძლია სიკეთის კეთება და არავისი შურს.

„რა თქმა უნდა, როდესაც ადამიანი ასხივებს სიკეთეს, უხარია სხვისი წარმატება, ტკბება სხვისი სილამაზით და ნიჭით - ეს მას უფრო ლამაზს ხდის. სილამაზის საიდუმლოა სიყვარული და სიკეთე. ისე კი ყველა ქალი თავისებურად ლამაზია“, - განაცხადა შერმადინმა.

© Sputnik / Vladimir Umikashviliნინი შერმადინი
რაშია სილამაზის მთავარი საიდუმლო - სილამაზის კონკურსების გამარჯვებულების პასუხი - Sputnik საქართველო
ნინი შერმადინი

Miss Planet of Czech Republic 2018 დომინიკა ვინსოვა დაეთანხმა კოლეგებს და ყურადღება მიაქცია უფრო ადამიანის შინაგან სამყაროს, ვიდრე მის გარეგნობას.

„ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანის შინაგანი სამყარო. ადამიანის სილამაზის განსაზღვრა შეიძლება იმით, თუ როგორია ის - კარგი თუ ცუდი“, - გამოტყდა ვინსოვა.

© Sputnik / Vladimir Umikashviliდომინიკა ვინსოვა
რაშია სილამაზის მთავარი საიდუმლო - სილამაზის კონკურსების გამარჯვებულების პასუხი - Sputnik საქართველო
დომინიკა ვინსოვა

World Rising Stars-ის მონაწილეებისთვის ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია მრავალი ტური, საქველმოქმედო საღამო, ტალანტების შოუ, ექსკურსიები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრები.

ჩეხმა მოდელმა საქართველოს მეორე სახლი უწოდა - Sputnik საქართველო
ჩეხმა მოდელმა საქართველოს მეორე სახლი უწოდა

თბილისში ასევე იმყოფებიან დიზაინერები მსოფლიოს 12 ქვეყნიდან, რომლებიც Biltmore Hotel Tbilisi-ში საკუთარ კოლექციებს წარმოადგენენ.

World Rising Stars-ის საინფორმაციო მხარდამჭერია საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik–საქართველო". წელს ღონისძიების ორგანიზატორებმა და „Sputnik–საქართველომ" ქველმოქმედებაში საკუთარი წვლილის შეტანა გადაწყვიტეს. ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთები არ იყიდება, მოწვეულ სტუმრებს კი სიმბოლური შესაწირის გაკეთება შეეძლებათ. შემოსული თანხა ობოლ და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშებს გადაერიცხებათ.

ყველა ახალი ამბავი
0