00:22 26 მაისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1102
  • 100 RUB4.3044
  • USD2.7802
აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმი

აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმი აღდგენილია

© photo: Cultural Heritage of Georgia / FB
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა–2018 (806)
11810

სპეციალისტებმა ორი თვის განმავლობაში აკაკი წერეთლის სახლი საარქივო მასალებისა და დოკუმენტების საფუძველზე აღადგინეს

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. დიდი აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმისა და კარის ეკლესიის აღდგენა საჩხერის რაიონის სოფელ სხვიტორში დასრულებულია, ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

წერეთლის საგვარეულო სასახლე საარქივო მასალებისა და დოკუმენტების საფუძველზე აღადგინეს.

შედეგად, „სრულად შეიცვალა შენობის აივანი მისი მოაჯირებითა და რიკულებით. კირის დუღაბზე გადაეწყო საძირკვლის მორყეული საპირე ქვები. სახლ-მუზეუმის პირველ სართულზე ქვიშა-ხრეშის ფენილზე დაეგო მშრალი წყობის გრანიტის ფილის იატაკი.

„სასახლის კარის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიშალა რიყის ქვის სარინელი. ეზოს რელიეფის აღდგენის მიზნით, ხელით მოიჭრა მიწაყრილის სქელი შრე... მოეწყო ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს ქვის კიბე ორი ბაქნითა და თხუთმეტი ძველი საფეხურით", - აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე, არსებული ქვის ფილებით ეზოში მოეწყო სავალი ბილიკი.

აღდგენითი სამუშაოები, რომელიც კომპანია „არქიტექტურამ" ჩაატარა, ორ კვირას გაგრძელდა.

თემები:
საქართველო და კულტურა–2018 (806)

მთავარი თემები