გასაოცარი შარმი: ქართველმა მუსიკოსებმა ისრაელში ცეცხლი დაანთეს

© photo : Maia Baratashvili / FBმაია ბარათაშვილი
მაია ბარათაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ისრაელის პუბლიკა ქართველი მუსიკოსების იმპროვიზაციით მოიხიბლა.

თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. ისრაელის ქალაქ რამათ-განში მდებარე იაალომის თეატრში (Yahalom Theater) ქართველი ჯაზ-მომღერლის მაია ბარათაშვილის, ეთნო-ჯაზ ჯგუფი „შინისა" და სხვა შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საღამოს სტუმრების წინაშე წარდგნენ მუსიკოსები და შემსრულებლები – ზურა გაგნიძე, გიორგი სალაღიშვილი, პაატა ანდრიაძე, მამუკა ჭიჭინაძე, ზაზა მიმინოშვილი, ასევე კოლექტივი Geotrain.

სცენიდან გაჟღერდა გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორების ბიძინა კვერნაძის, დავით თორაძის, ჯანსუღ კახიძის, ვაჟა აზარაშვილის ცნობილი მუსიკალური ნაწარმოებები, ნინო ჩხიკვაძის სიმღერები.

„ისრაელის მაყურებელი წამიერად რეაგირებდა ბგერაზე, მოძრაობაზე, იმპროვიზაციის დროს სპონტანურად წარმოქმნილ ახალ იდეაზე. საოცარი შარმი შემატა საღამოს ქართულმა ცეკვამ ლექსო ჭუმბურიძის შესრულებით", – დაიწერა ადგილობრივ მასმედიაში.

პუბლიკამ ასევე მოისმინა ქართველების შესრულებით ამერიკელი კომპოზიტორების ჰერბი ჰენკოკის, სონი როლინსის და სხვების პოპულარულ მუსიკაზე შექმნილი სიმღერები და ჰიტები.

 

ყველა ახალი ამბავი
0