თბილისელებს რახმანინოვის მუსიკის კონცერტზე იწვევენ

CC BY 2.0 / antony griffiths / pianoროიალის კლავიშები
როიალის კლავიშები - Sputnik საქართველო
გამოწერა
კლასიკური მუსიკის მოყვარულებს მრავალი სასიამოვნო სიურპრიზი ელოდებათ.

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. ცნობილი რუსი კომპოზიტორის სერგეი რახმანინოვის 145 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კლასიკური მუსიკის საღამო თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელწიფო კონსერვატორიაში 12 დეკემბერს გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.

თბილისის ექსპერიმენტული თეატრი Tilde Theatre - Sputnik საქართველო
თბილისის ექსპერიმენტული თეატრი Tilde თბილისსა და ერევანში პრემიერით წარდგება

ღონისძიების ინიციატორები არიან ნიჭიერი ქართველი პიანისტი სანდრო გეგეჭკორი და კონსერვატორიის პროფესორი, კონცერტმაისტერი ნანი სანაძე.

სცენაზე გაჟღერდება რახმანინოვის რომანსები, სიუიტა №2 ორი ფორტეპიანოსთვის, „სკერცო" ფორტეპიანოსთვის ოთხ ხელში, სონატა ფორტეპიანოსა და ვიოლონჩელოსთვის, „ბარკაროლა" და კომპოზიტორის სხვა ნაწარმოებები.

კონცერტზე მსმენელის წინაშე წარდგებიან კონსერვატორიის სტუდენტები და ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ცენტრალური მუსიკალური სკოლის "ნიჭიერთა ათწლედის" მოსწავლეები.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, მსმენელს მრავალი სასიამოვნო სიურპრიზი ელოდება, მათ შორის რახმანინოვის სახლ-მუზეუმის დირექტორის ალექსანდრე ერმაკოვის სამადლობელი წერილი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის და პროფესორ ნანი სანაძის მიმართ.

საღამო 20:00 საათზე დაიწყება, დასწრება თავისუფალია.

 

ყველა ახალი ამბავი
0