06:02 12 დეკემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0286
  • 100 RUB4.0071
  • USD2.6609
კარენ ხაჩატუროვი

ფოტოგრაფი სომხეთიდან თბილისში საკუთარ ნამუშევრებს წარმოადგენს

© photo: Karén Khachaturov / FB
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (735)
60 0 0

გამოფენის სტუმრები იხილავენ კარენ ხაჩატუროვის ფოტოებს, რომლებიც ციფრული ტექნოლოგიების ეპოქის პოპ-სიურრეალისტურ ანტურაჟს ასახავს.

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. კონცეპტუალური სომეხი ფოტოგრაფის კარენ ხაჩატუროვის პერსონალური გამოფენა თბილისში მულტიფუნქციურ კულტურულ ცენტრ Fabrika-ში 19 დეკემბერს გაიხსნება.

ხაჩატუროვის ფოტოხელოვნების მთავარ ინტერესს ადამიანები წარმოადგენს. ის ხშირად წარმოაჩენს მათ უკიდურეს მდგომარეობაში – სასოწარკვეთის, მარტოობისა და უიმედობის მომენტებში, ასახავს მათ დამოკიდებულებას გლობალური პროგრესის, სამყაროსა და საკუთარი მეს მიმართ.

საკუთარ ნამუშევრებში კარენი ხშირად ირონიით უყურებს მასობრივ კულტურას, მსოფლიო ბრენდებსა და სტერეოტიპებს. მას უყვარს ასევე „ნიუ“ სტილში მუშაობა. ფოტოგრაფის კერპები არიან ისეთი ფოტომხატვრები, როგორიც დევიდ ლაშაპელი და კრისტოფერ ჰენეია.

თბილისელი ხელოვანი, რომელიც ევროპის ფოტოგრაფთა ტოპ ხუთეულში მოხვდა >>

მშობლიურ ერევანში კარენის პირველი პერსონალური გამოფენა 2016 წელს „სიურრეალისტური სამყაროს“ ექსპოზიციაზე გაიმართა. ეს იყო ფოტონამუშევრები, რომლებიც მაყურებელს აიძულებს ჩაფიქრდეს და მსოფლიო სხვა კუთხით წარმოიდგინოს.

თუმცა, თავად ხაჩატუროვი ამბობს, რომ მისი დებიუტი თბილისში 2015 წელს შედგა.

„ეს იყო პროექტი Eyes of Culture, რომელიც დოკუმენტურ გადაღებას მიეძღვნა. ამის შემდეგ მქონდა პერსონალური გამოფენა ერევანში - „კონცეპტუალური ფოტოგრაფია. პორტრეტები“, შემდეგ გამოფენა ჰავანას თემაზე – კუბაზე სტრიტ-ფოტოებს ვიღებდი. ახლა ჩემი ორი გამოფენა სომხეთსა და ისრაელში იმართება“, – უამბო კარენმა „Sрutnik-საქართველოს“.

ხაჩატუროვის თქმით, თბილისელი მაყურებელი მის გამოფენაზე ნახავს ცხრა ნამუშევარს, რომლებიც ციფრული ტექნოლოგიების ეპოქის პოპ-სიურრეალისტურ ანტურაჟს ასახავს. ეს არის ფოტოები, სადაც ნაჩვენებია თანამედროვე სამყაროს გაუცხოების გრძნობა, ემპირიული გამოცდილების დაკარგვა, მასობრივი ინდივიდუალიზმის გავრცელება და რეალური ხასიათების, პიროვნებებისა და ეგოს გაქრობა.

გამოფენა გაიხსნება 19 დეკემბერს, 12:00 საათზე და ის 21 დეკემბერს დაიხურება.

თემები:
საქართველო და კულტურა (735)

მთავარი თემები