06:03 12 დეკემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0286
  • 100 RUB4.0071
  • USD2.6609
გიორგი გილიგაშვილი, სალომე ჭაჭუა და ეკატერინა კლიშინა

ქართველი ჩოხოსანი შოუში „ცეკვავენ ვარსკვლავები" ესპანელი ტორეადორი გახდა

© photo: Dancing Stars / FB
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
12810

ტურში "მსოფლიოს ხალხთა ცეკვები" შოუს ფავორიტებმა არტისტიზმით სავსე „პასადობლი“ წარმოადგინეს.

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. პოპულარული პროექტის „ცეკვავენ ვარსკვლავები" მერვე სეზონის მორიგ კონცერტზე საუკეთესო გამოსვლა იყო ესპანური ცეკვა „პასადობლი“, რომელიც პოპულარულმა მსახიობმა გიორგი გილიგაშვილმა და პროფესიონალმა მოცეკვავე სალომე ჭაჭუამ შეასრულეს. შოუ ტელეკომპანია „იმედის" პროექტია.

გილიგაშვილს საქართველოში ჩოხოსანს უწოდებენ, რადგან ხშირად ატარებს ჩოხას. გარდა ამისა, 28 წლის გიორგი ცნობილია სერიალებიდან „ტიფლისი" და „ქერჩი". ის ასევე მღერის და უყვარს ცხენზე ჯირითი.

პროექტის მორიგი ტური მიეძღვნა ორ თემას – მსოფლიოს ხალხთა ცეკვებსა და საცეკვაო ნომრებს ქართულ ჰიტებზე. ქართულ ტურში გილიგაშვილი-ჭაჭუას წყვილმა შეასრულა ცეკვა გია ყანჩელის ცნობილ კომპოზიციაზე „ის აქ არის".

მსოფლიო ხალხთა ცეკვების ტურში წყვილმა წარმოადგინა „პასადობლი“, რომელიც საცეკვაო ხელოვნების ნამდვილი შედევრი გამოვიდა. ნომრის ძლიერი მხარეები გახდა დრამატურგია და წყვილის არტისტიზმი.

„ცხოვრებაში სირთულეები ალამაზებს ყოველთვის ჩვენს ხანმოკლე წუთისოფელს. გაუმარჯოს იმ სირთულეს, რომელსაც ცეკვა ჰქვია და, განსაკუთრებით, პასადობლი", - განაცხადა გამოსვლის შემდეგ გიორგი გილიგაშვილმა.

გიორგიმ და სალომემ ნამდვილი ესპანური მგზნებარება დაანთეს სცენაზე: გიორგი ბრუტალურ მატადორად იქცა, ხოლო სალომე – მგრძნობიარე ესმერალდად. მათ ჟიურის წევრებისგან დამსახურებულად მიიღეს უმაღლესი შეფასება – „ათიანები" და ტურის ლიდერებიც გახდნენ.

 

მთავარი თემები