06:03 12 დეკემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0286
  • 100 RUB4.0071
  • USD2.6609
კინოთეატრი

ქართველი ტრანსგენდერის შესახებ ფილმმა კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა

© Sputnik / Alexander Imedashvili
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
ქართული კინო (91)
9310

ქართველი რეჟისორის მოკლემეტრაჟიანი ფილმი საუკეთესოდ აღიარეს კატეგორიაში „საუკეთესო დოკუმენტური ფილმი".

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. ქართველი რეჟისორის რატი წითელაძის ფილმი ტრანსგენდერზე „სოციუმის ტყვე" ნოტრ-დამის უნივერსიტეტის საერთაშორისო კინოფესტივალის (NDU International Film Festival) პრიზიორი გახდა, რომელიც 25 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე პერიოდში გაიმართა.

დრამამ „სოციუმის ტყვე" გაიმარჯვა ნომინაციაში „საუკეთესო დოკუმენტური ფილმი" და მას გადაეცა ჯილდო Golden Olive.

კატეგორიაში „საუკეთესო მხატვრული ფილმი" ავსტრალიელი ჩარლზ უილიამსის ფილმმა „ყველა ეს არსება" (All These Creatures) გაიმარჯვა.

NDU International Film Festival ყოველწლიური საერთაშორისო ფესტივალია, რომელიც 2007 წელს დაფუძნდა. ფესტივალის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა დამწყებ კინემატოგრაფისტებს, ფართო აუდიტორიის წინაშე საკუთარი საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმები წარმოადგინონ.

„სოციუმის პატიმარი" — საქართველოს და ლატვიის კოპროდუქციაა. ფილმის ქრონომეტრაჟია 15 წუთი. ფილმის მთავარი გმირი ახალგაზრდა ტრანსგენდერი ქალია, რომელსაც პრობლემები ექმნება მშობლებსა და მის მიმართ მათ მოლოდინებს შორის მოქცევის გამო, ასევე საზოგადოებისგან აგრესიის გამო, რომელიც დაკავშირებულია საქართველოში ლგბტ პირების მიმართ არსებულ დამოკიდებულებასთან.

 

თემები:
ქართული კინო (91)

მთავარი თემები