„ეს თავხედური სიცრუეა“ - კიკაბიძემ უარყო ხმები რუსეთში ფარული კონცერტის შესახებ

© photo: Sputnik / Stringerვახტანგ კიკაბიძე
ვახტანგ კიკაბიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს სახალხო არტისტი აღშფოთებულია, რომ ზოგიერთი მედია-საშუალება მისი სახელის დისკრედიტაციას ცდილობს

თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. ცნობილმა ქართველმა მომღერალმა და მსახიობმა ვახტანგ კიკაბიძემ თავხედური სიცრუე უწოდა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას სანქტ-პეტერბურგში არტისტის ფარული გამოსვლის შესახებ.

კიკაბიძე სკანდალურ განცხადებას განმარტავს >>

Вахтаанг Константинович Кикабидзе  ვახტანგ კონსტანტინეს ძე კიკაბიძე - Sputnik საქართველო
კიკაბიძე: ყველა კონტინენტი მოვიარე და თბილისის მსგავსი ქალაქი არ მინახავს

ორშაბათს რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს სახალხო არტისტი პეტერბურგის რესტორან „შალიაპინში“ გამართულ დახურულ წვეულებაზე წარდგა. აღინიშნებოდა, რომ თავდაპირველად მომღერალმა წინადადებაზე უარი თქვა, მაგრამ როდესაც შეიტყო ჰონორარის ოდენობა - 40 ათასი ევრო 40 წუთში - სრული კონფიდენციალურობის პირობებში გამოსვლაზე დათანხმდა.

„ეს თავხედური სიცრუეა. რუსეთის არცერთ ქალაქში 2008 წლიდან არ ვყოფილვარ. ახლა კი 2018 წელია. ათი წელი არ ვყოფილვარ რუსეთში“, - უარყო გავრცელებული ინფორმაცია კიკაბიძემ „Sputnik-საქართველოსთან“ ინტერვიუში.

ქართველმა მსახიობმა და მომღერალმა რუსეთში გამოსვლები 2008 წლის აგვისტოს ომის და რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ შეწყვიტა. ამასთან არტისტს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ რუსი ადამიანების მიმართ, რომლებსაც ქვეყნის პოლიტიკასთან არაფერი აკავშირებთ, ისევ თბილ დამოკიდებულებას ინარჩუნებს.

ყველა ახალი ამბავი
0