ქართული ჭიდაობა, შესაძლოა, იუნესკოს ნუსხაში მოხვდეს

© photo: Sputnik / Stringerქართული ჭიდაობა
ქართული ჭიდაობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჭიდაობის ეროვნულ სახეობას 2014 წელს საქართველოში არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. იუნესკო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამთავრობოთაშორისი კომიტეტის ყოველწლიურ სხდომაზე განიხილავს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის რეპრეზენტატულ ნუსხაში ქართული ეროვნული ორთაბრძოლის, ჭიდაობის შეყვანის საკითხს.

სხდომა 26 ნოემბრიდან 1 დეკემბერის ჩათვლით პორტ-ლუიში (მავრიკია, იგივე მავრიტიუსი) გაიმართება. სხდომის თავმჯდომარე იქნება მავრიტიუსის რესპუბლიკის ხელოვნებისა და კულტურის მინისტრი. ამ დროისთვის კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის რეპრეზენტატული ნუსხა 399 ელემენტს მოიცავს. ნუსხის მიზანია სხვადასხვა თემის ტრადიციული ცოდნისა და ჩვეულებისადმი ყურადღების მიქცევა.

სხდომაზე კომიტეტი ასევე განიხილავს რიგ სხვა საკითხებს.

ქართული სუვენირები - Sputnik საქართველო
საქართველო იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში

რეპრეზენტატულ ნუსხაში ჩართვის ნომინანტთა შორის არიან ასევე იამაიკური მუსიკა რეგი, ცხენებითა და აქლემებით ჯირითი არდა (ომანი), სიმღერა გუსლის აკომპანემენტით (სერბეთი) და სხვ.

ამ საკითხს იუნესკო 28 ნოემბერს გადაწყვეტს.

ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი მანანა ვარძელაშვილი, იუნესკოს საკითხებში ეროვნული კომისიის გენერალური მდივანი ქეთევან კანდელაკი და ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გელა ბერუაშვილი.

ჭიდაობა ორთაბრძოლის ქართული სახეობაა. ჭიდაობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ძველ ქართულ ლიტერატურულ და ისტორიულ პირველწყაროებში ჭიდაობა „რკენის" სახელწოდებით არის ცნობილი.

ცხენი - Sputnik საქართველო
ხალხური საცხენოსნო თამაშები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შევიდა

ძველ საქართველოში ჭიდაობა ძირითადად სოფლებში იმართებოდა. როგორც ეთნოგრაფიული მასალებიდან ირკვევა, საქართველოს სხვადასხვა მხარეში გავრცელებული ყოფილა ჭიდაობის თხუთმეტი სახეობა: „ქართულ-კახური" ჭიდაობა, სვანური „ლიბრგიელ" და „ლიბურძგვალ", რაჭული „ღოჯური", იმერული „საბეჭურით" ჭიდაობა, გურული „ჭედობა", მეგრული „რკინაობა", მეგრული „მოშდამოშ", მთიულური „იღლიღორა", ფშავური ჭიდაობა, მესხური ჭიდაობა, ინგილოური „ქამარ-ქამარ" და სხვა.

დღეს საქართველოს ქალაქებში, რაიონებსა და სოფლებში მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი საერო თუ რელიგიური დღესასწაული ისე არ ჩაივლის, ქართული ჭიდაობა რომ არ გაიმართოს.

ქართულ ჭიდაობა თავისი ფორმითა და შეჯიბრების წესებით განსხვავდება სხვა ჭიდაობებისგან. აქ ჭიდაობა მიმდინარეობს დგომში, იკრძალება წაქცეულ და დაჩოქილ მეტოქეზე შეტევა, მტკივნეული და მახრჩობელა ილეთების ჩატარება, შებოჭვა, ფეხებში ხელის წავლება და სხვ. ილეთები სრულდება მაღალ ტემპში, საჭიდაო მუსიკასთან ერთად, სწრაფად და ელვისებურად.

აჯიკა არამატერიალური კულტურის ძეგლი გახდა>>

ჭიდაობის ქართულ სახეობას 2014 წელს საქართველოში არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

 

ყველა ახალი ამბავი
0