„საბავშვო ევროვიზია 2018“–ზე პოლონეთმა გაიმარჯვა

© Sputnik / Viktor Tolochko / გადასვლა მედიაბანკშიროქსანა ვეგელი
როქსანა ვეგელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამარჯვება პოლონელ შემსრულებელს ტელემაყურებლის ხმებმა მოუტანა

თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. სიმღერის საერთაშორისო კონკურსზე „საბავშვო ევროვიზია 2018“, რომელიც კვირას მინსკში გაიმართა,  პოლონეთის წარმომადგენელმა როქსანა ვეგელმა გაიმარჯვა, იუწყება „Sputnik–ბელარუსი“.

კონკურსში გამარჯვებისთვის რეკორდული რაოდენობის – 20 ქვეყნის წარმომადგენელი იბრძოდა.

ტელემაყურებლისა და პროფესიული ჟიურის კენჭისყრის შედეგად გამარჯვებულად პოლონელი როქსანა ვეგელი დასახელდა. სცენაზე გოგონამ შეასრულა კომპოზიცია Anyone I Want To Be.

ჟიურის შეფასების შემდეგ პოლონეთი ტოპ–სამეულში არ ყოფილა, მაგრამ მაყურებლის ხმები საკმარისი აღმოჩნდა, რომ ვეგელი 20 მონაწილეს შორის პირველ ადგილზე გასულიყო. ასევე მაღალი ადგილები დაიკავეს ავსტრალიისა და საფრანგეთის წარმომადგენლებმა.

საქართველოს წარმომადგენელმა თამარ ედილაშვილმა სიმღერით „შენი ხმა" მერვე ადგილი დაიკავა.

ბელარუსის წარმომადგენელმა დანიელ იასტრემსკიმ მე–11 ადგილი დაიკავა, ხოლო ბოლო ადგილზე გავიდა Manw უელსიდან.

მოზრდილთა „ევროვიზიისგან“ განსხვავებით, საბავშვო ევროვიზია შემდეგი შოუს გამარჯვებულის ქვეყანაში გამართვის უფლებას არ ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0