უკრაინის კინოთეატრებში თანამედროვე ქართულ კინოს უჩვენებენ

გამოწერა
კვირის განმავლობაში უკრაინელ კინომანებს ქართული კინოშედევრების გაცნობის შესაძლებლობა მიეცემათ.

თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. უკრაინაში ახალი ქართული კინოს XIV ფესტივალი ტარდება – ქართველი რეჟისორების ახალ ნამუშევრებს კინოთეატრებს შვიდი უკრაინული ქალაქი დაუთმობს, იუწყებიან ორგანიზატორები.

ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმი „8 წუთი“ - Sputnik საქართველო
ქართულმა ფილმმა სამყაროს აღსასრულზე ინდოეთის ფესტივალზე გაიმარჯვა

ქართველი რეჟისორების ფილმებს კიევის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს, ოდესის, ლვოვისა და ჟიტომირის კინოდარბაზებში უჩვენებენ.

ფესტივალის პროგრამაშია შვიდი ფილმი: ზაზა ურუშაძის „აღსარება", გიორგი ოვაშვილის „ხიბულა" და „სიმინდის კუნძული", ნიკოლოზ ხომასურიძის „ექვთიმე", ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის „ჩემი ბედნიერი ოჯახი", ლევან თუთბერიძის „მოირა" და ასევე „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის" ნომინაციაში „ოსკარზე" წარდგენილი ზაზა ხალვაშის „ნამე".

ყველა ფილმი ქართულ ენაზე უკრაინული სუბტიტრებით გავა.

ღონისძიების ორგანიზატორია სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება „გეორგია" და უკრაინაში ქართველთა ასოციაცია „იბერიელი", რომელსაც მხარს უჭერენ უკრაინის კულტურის სამინისტრო, უკრაინაში საქართველოს საელჩო და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.

ფესტივალის პროგრამისა და კინოთეატრების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია აქ.

 

ყველა ახალი ამბავი
0