მთაწმინდის პარკი ყველისა და ცხელი სასმელების დღესასწაულზე გეპატიჟებათ

© Sputnik / Denis Aslanovქართული ყველი
ქართული ყველი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღესასწაულის ფარგლებში შესაძლებლობა გექნებათ დააგემოვნოთ და შეიძინოთ ყველის უამრავი სახეობა, ცხელი ჩაი და თბილი გლინტვეინი

თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. მთაწმინდის პარკში 1 დეკემბერს ყველისა და ცხელი სასმელების ღონისძიება გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.

დღესასწაული მთაწმინდის პარკისა და საქართველოს ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარის ანა მიქაძის ორგანიზებით გაიმართება.

ავლაბარი და რიყის პარკი - Sputnik საქართველო
თბილისელებს „მწვანე ფესტივალზე“ ეპატიჟებიან

„1 დეკემბერს მთაწმინდის პარკი თქვენთან ერთად ზამთრის სეზონს მიესალმება. ღონისძიების სტუმრებს გელოდებათ ოთხი სეზონის ყველის სხვადასხვა სახეობა, ცხელი სასმელები, გემრიელი მასტერ-კლასები და უამრავი სხვა პოზიტივი. ამიტომ მობრძანდით და ერთად შევხვდეთ ზამთარს“, - გვპირდება მთაწმინდის პარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

პროგრამაშია არყის გამოხდა, ფონდიუს ტიპის მდნარი ყველის პრეზენტაცია, ხაჭაპურის და ჭვიშტარის მასტერკლასები.

დღესასწაულის ფარგლებში შესაძლებლობა გექნებათ დააგემოვნოთ და შეიძინოთ სვანური ნარჩვი, თუშური ჩოგი, კალტი, დამბალხაჭო, ყველის კუპატი, აჭარული ყურუთი, აზერბაიჯანული გურუთი, ცხელი ყველი ლავაშებთან და ადგილზე დამზადებულ მაკარონთან, მაყალზე შემწვარი თეთრი და შებოლილი ყველის მწვადები, ცხელი ჩაი, თბილი გლინტვეინი.

ღონისძიება პარკის მთავარ მოედანზე 11:00-დან 20:00 საათამდე გაიმართება. ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიება სასიამოვნო მუსიკის ფონზე წარიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0