თეატრი, ბალეტი და მასტერ-კლასები: „პეტერბურგული შეხვედრები თბილისში“

© Sputnik / Alexander Imedashviliგრიბოედოვის თეატრი
გრიბოედოვის თეატრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს დედაქალაქში „პეტერბურგული შეხვედრები თბილისში“ დაიწყო

თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს დედაქალაქში 9-11 ნოემბერს „პეტერბურგული შეხვედრები თბილისში“ მიმდინარეობს, რომელიც თეატრალურ და საბალეტო პრემიერებს, მრგვალ მაგიდას, მასტერ-კლასებს და სხვა კულტურულ-გასართობ ღონისძიებას ითვალისწინებს.

საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik-საქართველო“ ღონისძიების საინფორმაციო პარტნიორია.

გრიბოედოვის თეატრი - Sputnik საქართველო
გრიბოედოვის თეატრი ურალის რეგიონში გასტროლებზე მიემგზავრება

ღონისძიების პროგრამაშია ორი პრემიერაა: ბალეტი „დონ კიხოტი“ (სანქტ-პეტერბურგის იაკობსონის სახელობის ბალეტის სახელმწიფო თეატრი) და სპექტაკლი „პტიფური“ (Птифуры) (სანქტ-პეტერბურგის თეატრი „თოჯინების ფორმატი КУКФО“).

პროექტის ფარგლებში გაიმართება პეტერბურგელი ფოტომხატვრის, დარია ვოლკოვას ფოტოგამოფენა „პეტერბურგული სადარბაზოების ზღაპრები“, თამაში-კონკურსი „რა? სად? როდის?“, პროფესიონალებისთვის მასტერ-კლასი დეკორატიულ-გამოყენებით ხელოვნებაში „მოხატვა ხეზე“ და მასტერ-კლასი ბავშვებისთვის „თილისმა თოჯინები“, ასევე სანქტ-პეტერბურგის მუსიკალური ლიცეუმის მოსწავლეთა კონცერტი და პრეზენტაცია წიგნის „სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტი და ქართული კულტურის მოღვაწეები“.

საქართველო-რუსეთის შეხების წერტილები: ახალგაზრდული ფორუმი მოსკოვსა და პიატიგორსკში >>

„პეტერბურგულ შეხვედრებზე“ დაგეგმილია ორი ტრენინგი - სცენიურ მეტყველებაში გრიბოედოვის თეატრის მსახიობებისთვის და ტრენინგი სცენის განათებაში თეატრის ტექნიკური პერსონალისთვის.

გარდა ამისა, „პეტერბურგული შეხვედრების“ პროგრამაშია ღია ლექცია ახალგაზრდობისთვის „რუსული ენის როლი და მნიშვნელობა თანამედროვე საზოგადოებასა და მსოფლიოში“, ლექცია პედაგოგებისთვის „თანამედროვე რუსული ენის თავისებურებანი როგორც უცხო ენის“ და „ლენფილმი: გუშინ, დღეს, ხვალ“ კინოკრიტიკოს ალექსანდრ პოზდნიაკოვის მონაწილეობით. ასევე გაიმართება რეჟისორ ვიტალი მელნიკოვის კინოსტუდია „ლენფილმის“ ფილმ „თაყვანისმცემელი“ (Поклонница) ჩვენება.

ყველა ახალი ამბავი
0