08:52 18 ნოემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0268
  • 100 RUB4.0447
  • USD2.6727
საქართველოს კამერული ორკესტრი

თანამედროვეობის ერთ-ერთი გამოჩენილი მუსიკოსი თბილისელებისთვის ორ კონცერტს გამართავს

© Photo: Courtesy of Georgian Kammerorchester Ingolstadt
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (703)
72 0 0

თბილისელები და დედაქალაქის სტუმრები ჯუზეპე ვერდისა და ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის ნაწარმოებებს მოისმენენ.

თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. ცნობილი ისრაელელი დირიჟორი და საოპერო ჟანრის გამოჩენილი ინტერპრეტატორი დანიელ ორენი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე 10 და 14 ნოემბერს წარდგება.

კლასიკა საკონცერტო დარბაზებს მიღმა: საქართველოში ახალი პროექტი იწყება>>>

პირველ კონცერტზე იტალიელი კომპოზიტორის ჟუზეპე ვერდის „რექვიემი“ შესრულდება. სცენაზე გამოვლენ მსოფლიოში აღიარებული ქართველი შემსრულებლები იანო ალიბეგაშვილი, ნინო სურგულაძე, ოთარ ჯორჯიკია და გიორგი ანდღულაძე. 

მეორე კონცერტზე მსმენელს ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიას შესთავაზებენ. სოლოს პარტიებს იანო ალიბეგაშვილი, ნინო სურგულაძე, გიორგი ანდღულაძე და არმაზ დარაშვილი შეასრულებენ.

ორივე საღამო ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდისა და ორკესტრის მონაწილეობით ჩატარდება.

დანიელ ორენი სხვადასხვა დროს მნიშვნელოვან პოზიციებს იკავებდა იტალიის ისეთ თეატრებში, როგორიცაა ტრიესტის Teatro Verdi, ნეაპოლის Teatro San Carlo, გენუის Teatro Carlo Felice. 2007 წლიდან ორენი სალერნოში (იტალია) ვერდის სახელობის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია, 2018 წლიდან კი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მუსიკალური დირექტორი.

თემები:
საქართველო და კულტურა (703)

მთავარი თემები