მხატვრები მთელი მსოფლიოდან თავიანთ ნამუშევრებს თბილისში წარმოადგენენ

© Facebook / Geoscovery„ქარვასლა" - იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი
„ქარვასლა - იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი  - Sputnik საქართველო
გამოწერა
"არტისტერიუმის" ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა გამოფენები და შეხვედრები მხატვრებთან.

თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. თბილისში 9-19 ნოემბერს თანამედროვე ხელოვნების რიგით მეთერთმეტე საერთაშორისო გამოფენა „არტისტერიუმი" გაიმართება.

წელს „არტისტერიუმში" მონაწილეობას მიიღებენ მხატვრები საქართველოდან, უკრაინიდან, ჩეხეთიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, შვეიცარიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, სერბეთიდან, თურქეთიდან, ავსტრალიიდან, აშშ-დან, იაპონიიდან და სამხრეთ კორეიდან, აღნიშნულია ღონისძიების Facebook-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ნიუ-იორკი - Sputnik საქართველო
ქართველი მხატვრების ნამუშევრები ნიუ-იორკში გამოიფინება

ღონისძიებაზე დაგეგმილია შეხვედრები მხატვრებთან, გამოფენები „არტისტერიუმი, როგორიც ის არის", „შავი რძე, თანამედროვე ოსტრავა", „საქართველო 2018", ასევე კატალოგის „არტისტერიუმი 11/2018" პრეზენტაცია. ღონისძიებები გაიმართება იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში („ქარვასლა").

„არტისტერიუმი" სამხრეთ კავკასიაში ყველაზე მასშტაბური ყოველწლიური გამოფენაა, რომელიც თანამედროვე ხელოვნებას ეძღვნება. ის პირველად 2008 წლის ნოემბერში გაიმართა.

ღონისძიება ტარდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით.

 

ყველა ახალი ამბავი
0