20:37 25 ივნისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1838
  • 100 RUB4.4436
  • USD2.7945
ჩიკაგო, თეატრი

ქართულ კინოს ჩიკაგოში აჩვენებენ

CC0 / Pixabay
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
ქართული კინო -2018 (110)
69 0 0

ამერიკელი მაყურებელი ცხრა ქართულ ფილმს იხილავს

თბილისი, 4 ნოემბერი - Sputnik. ჩიკაგოში, პოლონური ფილმების ამერიკული ფესტივალის ფარგლებში 9-12 ნოემბერს ქართული კინოს დღეები გაიმართება.

პროექტის ორგანიზატორია საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი – BIAFF ამერიკულ პარტნიორ ორგანიზაციასთან – Society for Arts თანამშრომლობით. ღონისძიება ითვალისწინებს ქართული კინოს მცირე რეტროსპექტივას - იქნება წარმოდგენილი როგორც თანამედროვე რეჟისორების, ისე ქართული კინოს კლასიკოსების ნამუშევრები.

ვაშინგტონში ქართული კინოს ფესტივალი გაიმართება >>

თანამედროვე ქართული კინო წარმოდგენილი იქნება ფილმებით: „სხვისი სახლი“ – რეჟისორი რუსუდან გლურჯიძე, „დედე“ – რეჟისორი მარიამ ხაჭვანი, „საშიში დედა“- რეჟისორი ანა ურუშაძე და „ბრმა პაემნები“ – რეჟისორი ლევან კოღუაშვილი. ქართული კინოკლასიკა წარმოდგენილია შემდეგი ფილმებით: მიხეილ კობახიძის „მუსიკოსები“, „ქოლგა”, „ქორწილი“; გიორგი შენგელაიას „ალავერდობა“ და გიო მგელაძის „არა, მეგობარო”.

ქართული კინოს დღეებს ჩიკაგოში BIAFF-ის კინოფესტივალის დირექტორი გიორგი გოგიბერიძე და მენეჯერი ზვიად ელიზიანი წარადგენენ.

ქართული კინოს დღეები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ეროვნული კინოცენტრის და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართება.

ამერიკაში პოლონური კინოს ფესტივალი (PFFA) პოლონური ფილმების ყველაზე წარმომადგენლობითი ყოველწლიური ჩვენებაა. მისი მიზანია - პოლონური კინოს პოპულარიზაცია ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე. ფესტივალი 1989 წელს დაფუძნებულია ჩიკაგოს ხელოვნებათა ინსტიტუტის კინემატოგრაფიის ცენტრის მონაწილეობით და ყოველწლიურად 70-ზე მეტ მხატვრულ, დოკუმენტურ და მოკლემეტრაჟიან ფილმს წარმოადგენს და სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე მრავალრიცხოვან პოლონელ რეჟისორებს მასპინძლობს. ყოველწლიურად ღონისძიებაზე კინოთეატრებში თითქმის 35 ათასი კინოს მოყვარული იკრიბება.

თემები:
ქართული კინო -2018 (110)

მთავარი თემები