ფილმი „ნამე" აზიური ფილმების მსოფლიო ფესტივალზე მოხვდა

© Pixabay / MasterTuxკინოფირი
კინოფირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფილმი „ნამე" ზებუნებრივი ძალებით დაჯილდოებული ახალგაზრდა გოგონას ისტორიაა, რომელიც მაღალმთიან აჭარაში ცხოვრობს.

თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. ქართველი რეჟისორის ზაზა ხალვაშის ფილმი „ნამე" მოხვდა აზიური ფილმების მსოფლიო ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში, რომელიც კალიფორნიაში 24 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე იმართება, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აზიური კინოს საერთაშორისო ფესტივალი (Asian World Film Festival) კინემატოგრაფიის კავშირის წარმომადგენლების, საზოგადო მოღვაწეებისა და ყირგიზი კინორეჟისორის სადიკ შერ-ნიაზის მიერაა დაფუძნებული. წელს ფესტივალი 50 ქვეყანას მასპინძლობს.

ფილმი „ნამე" — ეს არის ზებუნებრივი ძალებით დაჯილდოებული ახალგაზრდა გოგონას ისტორია, რომელიც მაღალმთიან აჭარაში ცხოვრობს და თანასოფლელებს ეხმარება და კურნავს. სურათში მოქმედება აჭარის მაღალმთიანეთში ხდება.

ფილმში მთავარ როლს მარიკა დიასამიძე ასრულებს. ასევე მონაწილეობენ მსახიობები ალეკო აბაშიძე, ედნარ ბოლქვაძე, რამაზ ბოლქვაძე, როინ სურმანიძე და სხვები.

ფილმი საქართველო-ლატვია-საფრანგეთის კოპროდუქციაა.

ფილმი „ნამე" საქართველოდან იბრძოდა "ოსკარის" ნომინაციისთვის "საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი".

„ოსკარზე" საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს, ზაზა ხალვაშის ფილმის გარდა, ხუთი ქართული ფილმი იბრძოდა: გიორგი ოვაშვილის "ხიბულა", თინათინ ყაჯრიშვილის „ჰორიზონტი", მარიამ ხაჭვანის „დედე", ნიკოლოზ ხომასურიძის „ექვთიმე ღვთისკაცი" და გიორგი მეგრელიშვილის „ჰამლეტი".

„ოსკარის"კინოაკადემიის ადმინისტრაციამ დაჯილდოების რიგით 91-ე ცერემონიის გამართვის თარიღი უკვე დაასახელა — 2019 წლის 24 თებერვალი.

 

ყველა ახალი ამბავი
0