"ჩვენ ვტკბებოდით": ბერამ საცოლის მონაწილეობით ახალი კლიპი გამოუშვა

© photo: BERA / FBბერა ივანიშვილი
ბერა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეყვარებული წყვილი რეპერის ახალ ინგლისურენოვან კლიპში მონაწილეობს.

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. პოპულარულმა ქართველმა მომღერალმა ბერა ივანიშვილმა ახალი მუსიკალური კლიპი გამოუშვა სიმღერაზე Time Machine („დროის მანქანა"), რომლის მთავარი გმირია მისი საცოლე, მოდელი ნანუკა გუდავაძე.

ნანუკა გუდავაძე - Sputnik საქართველო
ბერას რჩეულის პორტრეტი: ვინ მოიყვანა ცოლად საქართველოს ყველაზე მდიდარმა საქმრომ

საქართველოს ერთ-ერთმა ყველაზე მდიდარმა სასიძომ, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა სექტემბრის ბოლოს განაცხადა, რომ დაინიშნა.

„ძალიან გვიხარია ჩვენი პირველი ერთობლივი ვიდეო და იმედი გვაქვს, მოგეწონებათ ის ისევე, როგორც ჩვენ ვტკბებოდით მისი შექმნისას", – დაწერა ბერამ კლიპის აღწერისას. კლიპს Youtube-ში უკვე მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

ვიდეოკლიპში წყვილი კოკისპირული წვიმის დროს შორდება ერთმანეთს. ბერა, რომელიც განშორებას ძალზე მტკივნეულად განიცდის, თავისი გოგონას შესახებ მოგონებებს უბრუნდება. ის აცნობიერებს, რომ არ სურს საყვარელი გოგონას დაკარგვა და იბრუნებს წარსულს, ურიგდება ნანუკას და შეყვარებულები ერთად რჩებიან.

ბერა მრავალი სიმღერის ავტორი და შემსრულებელია. ის კონცერტებს არ მართავს, მაგრამ თავის შემოქმედებას ინტერნეტის მეშვეობით აცნობს თავის თაყვანისმცემლებს. მის ვიდეოებს მილიონობით ნახვა აქვს. მუსიკოსს 2010 წლიდან აქვს თავისი ხმის ჩამწერი სტუდია Dream.

 

ყველა ახალი ამბავი
0