სენაკში სახალხო დღესასწაულს ზეიმობენ

© courtesy of Bakhmaro Horse Racing Cupდოღი ბახმაროში
დოღი ბახმაროში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთელი დღის განმავლობაში ქალაქში სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება

თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. სენაკში სახალხო დღესასწაულ „ეგრისობას" აღნიშნავენ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები. გაიმართება შეჯიბრება არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში შესულ სახეობებში - ისინდი, ცხენბურთი და მარულა.

ვარძია - Sputnik საქართველო
ვარძიაში „შოთაობას“ ზეიმობენ

ასევე, ღონისძიებების ფარგლებში,  დაგეგმილია მოკლე ტური ნოქალაქევის მუზეუმში, ქართული, ესტონური და უკრაინული ტრადიციების ამსახველი ფოტოების დათვალიერება.

დღესასწაულს ესწრებიან როგორც სენაკელები, ასევე სხვა რეგიონებიდან და ქვეყნებიდან მოწვეული სტუმრები.

სახალხო დღესასწაული  საღამოს გალა-კონცერტით დასრულდება.

„ეგრისობის"  სახალხო დღესასწაული 2013 წელს, 26 წლიანი პაუზის შემდეგ აღდგა და ყოველი წლის შემოდგომაზე იმართება.

ყველა ახალი ამბავი
0