„თბილისობა 2018" ქალაქიდან ბიბლიოთეკაში გადაინაცვლებს

© Sputnik / STRINGERთბილისობა
თბილისობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისელებსა და ქალაქის სტუმრებს გამოფენები და საკონცერტო საღამოები ელოდებათ

თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. „თბილისობის" დღესასწაული ქალაქიდან პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გადაინაცვლებს, სადაც 16-23 ოქტომბერს თბილისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება.

წელს, „თბილისობა" 6-7 ოქტომბერს აღინიშნა. მოგვიანებით კი ბიბლიოთეკაში „თბილისობის კვირეულის" ჩატარება გადაწყვიტეს.

როგორც ორგანიზატორები იუწყებიან, „თბილისობის კვირეულს" თბილისური პეიზაჟებისა და საქართველოს დედაქალაქის უნიკალური ინტერიერ-ექსტერიერის ფოტოგამოფენა გახსნის. პროექტის ავტორია ორი ფოტოგრაფი და რეჟისორი - გიორგი ვარსიმაშვილი და ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი. როგორც აღინიშნება, ექსპოზიციაზე შესაძლებელი იქნება თბილისის შესახებ სხვადასხვა თაობის ფოტოხელოვანების ფოტოსურათების, ვიდეოინსტალაციებისა და ექსპონატების ხილვა და ასევე ქალაქის ცხოვრებიდან იშვიათი ისტორიების მოსმენა. კვირეული 18:00 საათზე გაიხსნება.

თბილისობა 2018 - Sputnik საქართველო
„თბილისობა“, ტრადიციულ-ქალაქური „ყეენობა“ და „ისპანახობა“ – მსგავსება და განსხვავება

თბილისურ მელოდიებს მუსიკალური ტრიოს „დები აბაშიძეებისა და მარი გოლეთიანის" შესრულებით მოისმენთ. კონცერტი 18:30 საათზე დაიწყება.

პროექტის „კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს" ფარგლებში დაგეგმილია ორი საღამო: 18 ოქტომბერს ფრიდონ საყვარელიძეს, 22 ოქტომბერს კი ზურაბ და ეფიგენია (ითო) ჩიქოვანებს მოიგონებენ.

საქართველოს დამოუკიდებლობის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ახლახანს გახსნილ დამოუკიდებლობის დარბაზში პუბლიკა საქართველოს პრალმენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებსა და არქივებში დაცულ უნიკალურ მასალებს დაათვალიერებს. ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, პოეტი და მწერალი გიორგი კერესელიძე დამსწრეთ ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის ქრონიკების შესახებ მოუთხრობს, ხოლო ეთნოლოგი მირიან ხოსიტაშვილი კი 1918-1921 წლებში დამოუკიდებელი საქართველოს დედაქალაქის შესახებ უამბობს.

„თბილისობის კვირეულის" ყველა ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

 

ყველა ახალი ამბავი
0