ბათუმში ვიქტორ ცოის ხსოვნის საღამო გაიმართება

© photo: Sputnik / Galina Kmit / გადასვლა მედიაბანკშივიქტორ ცოი
ვიქტორ ცოი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველ მსმენელს საშუალება მიეცემა ლეგენდარული როკ-მუსიკოსის საუკეთესო ჰიტებით დატკბეს

თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. როკ-მუსიკოსისა და სიმღერების ავტორის, ვიქტორ ცოის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო, რომელშიც რუსული ჯგუფი Виктор მიიღებს მონაწილეობას, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში 14 დეკემბერს გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.

ჯგუფი Bani - Sputnik საქართველო
მსოფლიო ჰიტებზე ქართული ქავერების ტოპ-ათეული

ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით, ვიქტორ ცოის შემოქმედება გულგრილს არავის დატოვებს, რამდენადაც მისი მუსიკა ეს არის მუსიკა სიცოცხლის შესახებ და ამიტომაც ნებისმიერი ჟანრის მსმენელისთვის არის საინტერესო.

„სწორედ ამიტომ ვიქტორ ცოის შემოქმდება დღემდე არ კარგავს აქტუალობას და შემსრულებელი მუდმივ ვარსკვლავად რჩება. ვიქტორ ცოის მუსიკის ფორმულა დახვეწილობის უმაღლესი ხარისხისა და მოჩვენებითი სიმარტივის ნაზავია, რასაც მელოდიური გამჭვირვალობა ემატება. მიუხედავად მრავალი მცდელობისა, დღემდე ვერავინ ჩაწვდა შემსრულებლის მუსიკის სიღრმეებს ისე, რომ მიმბაძველებს საიდუმლოს ამოხსნა შესძლებოდათ", - ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჯგუფ Кино-ს სიმღერების ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად ჯგუფი Виктор ითვლება, რომელიც სანქტ-პეტერბურგში 1996 წელს შეიქმნა.

 

ყველა ახალი ამბავი
0