დღეს ლანა ღოღობერიძეს 90 წელი შეუსრულდა

© Галина Кмитკინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე
კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი რეჟისორი, რომელიც ახალ სრულმეტრაჟიან ფილმზე „მინდვრის ყვავილები“ მუშაობს, რამდენიმე დღის წინ თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა.

თბილისი, 13 ოქტომბერი  - Sputnik.  ცნობილი რეჟისორი ლანა ღოღობერიძე, რომელმაც ქართულ კულტურას სიცოცხლეშივე ღრმა კვალი დაამჩნია, დღეს იუბილარია.

ლანა ღოღობერიძის მოღვაწეობა რამდენიმე სფეროს მოიცავს. ის გახლავთ რეჟისორი, პოეტი, მხატვარი, მთარგმნელი, დიპლომატი, წლების განმავლობაში დაკავებული იყო პოლიტიკური საქმიანობით.

თბილისობა - Sputnik საქართველო
დედაქალაქს 15 საპატიო თბილისელი შეემატა

„რას ნიშნავს ჩემთვის 90 წელი… უცნაურია, მაგრამ არ ვფიქრობ ამაზე.  ალბათ იმიტომ, რომ ცხოვრება ყოველ წუთს სავსეა წვრილმანებით, რაც გახარებს – შენი შვილი რაღაცას ძალიან კარგს იტყვის, ან სკოლაში რაიმე საინტერესოს გააკეთებს, ან გახვალ ქუჩაში და კარგ რამეს დაინახავ, ან ვინმე გაგიღიმებს. სავსეა ცხოვრება მოულოდნელობებით და ამითაა საინტერესო. ბებიაჩემი 72 წლის  გარდაიცვალა და ეს 72 წელი ჩემთვის  იყო ზღვარი. ახალგაზრდობაში ვერ ან არ წარმომედგინა, რომ იმის იქით რაიმე არსებობდა“, - განაცხადა ქალბატონმა ლანამ.

ლანა ღოღობერიძე 1928 წელს დაიბადა თბილისში. 1950 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, შემდეგ კი სწავლა განაგრძო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში კინემატოგრაფიის ფაკულტეტზე. 1954 წელს მიიღო ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის წოდება. 1957 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“.

მისი პირველი მხატვრული ფილმი იყო „ერთი ცის ქვეშ“. 1975 წლიდან ხელმძღვანელობდა რუსთაველის თეატრის რეჟისორთა სტუდიას. 1988 წლიდან კი გახლდათ ქართული ფილმის დირექტორი.

კინოფირი - Sputnik საქართველო
პოლიტიკა, სიყვარული და ვნება: ლანა ღოღობერიძე ახალ ფილმს იღებს

მისმა მხატვრულმა და დოკუმენტურმა ფილმებმა რამდენიმე საერთაშორისო ჯილდო დაიმსახურა. გახლავთ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1980), სან–რემოს (1979), ტოკიოს (1987), ბერლინის (1993), და სხვა კინოფესტივალების პრემიების ლაურეატი.

1992 წელს საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გახდა. 1999– 2006 წლებში იყო საქართველოს ელჩი ევროკავშირში. 2004 წელს კი დაინიშნა საფრანგეთში საქართველოს ელჩად.

90 წლის რეჟისორი ახალ სრულმეტრაჟიან ფილმზე „მინდვრის ყვავილები“ მუშაობს, რომელსაც მაყურებელი მომავალ წელს ნახავს. ლანა ღოღობერიძე რამდენიმე დღის წინ თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0